გრიპის ვირუსის გავრცელების პირველმა პიკმა იკლო. თუმცა მოსახლეობა შიშით ელოდება მეორე ტალღას, რომელიც შესაძლოა, თებერვალ-მარტში გააქტიურდეს. ეპიდემილოგმა ხათუნა ზახაშვილმა გადაცემა „პირად ექიმ მარი მალაზონიასთან ერთად“ სწორედ მეორე ტალღის შესახებ ისაუბრა.
- როცა მეორე ტალღის შესაძლებლობებზე ვსაუბრობთ, ვეყრდნობით დაკვირვების შედეგებს, რაც საქართველოში და მსოფლიოში არსებობს. საბედნიეროდ, 2006 წლიდან გვაქვს ვირუსოლოგიური კვლევის შესაძლებლობა, 2009 წლიდან კი წარმოებს ზედამხედველობა, რითაც ვასკვნით, გვაქვს თუ არა ქვეყანაში გრიპის ორი ეტაპი, ანუ ორ ტალღად გავრცელება.
ეს დაკვირვებები ცხადყოფს, რომ საქართველო არ არის გამონაკლისი და სხვა ქვეყნების მსგავსად, გვაქვს წლები, როცა ზამთრის სეზონზე გრიპის ვირუსი ორ ტალღად შემოდის ხოლმე ქვეყანაში. როგორც წესი, ეს არ არის ერთი და იგივე ვირუსი. მონაცვლეობს ან ა ტიპის ორი შტამი ან ჩაერთვება ხოლმე ბ ტიპი. სწორედ განსხვავებული ვირუსი იწვევს მეორე ტალღას. მეორე ტალღა უფრო ზამთრის ბოლოს, გაზაფხულისკენ იწყება. როგორ წესი, უფრო მდორეა, უფრო დაბალი პიკის მახასიათებლები აქვს, ვიდრე პირველ ტალღას. ამას თავისი ახსნა გააჩნია, თუმცა ზოგჯერ არის წლები, როცა მეორე ტალღა უფრო აქტიურია და უფრო მეტ ავადობას იწვევს.
- ამ ორ აცრას შორის არავითარი ინტერვალის დაცვა არ არის საჭირო. შუძლიათ ორივეზე ერთდროულად აიცრან. არანაირი რეკომენდაცია გარკვეული ინტერვალის დაცვაზე არ არსებობს. ეს აადვილებს პროცესს - ერთ მისვლაზე ადამიანს შეუძლია ორივე ვაქცინა გაიკეთოს.
- წითელას აცრა დაგიცავთ წითელა, წითურა, ყბაყურასგან და არა გრიპისგან, ისევე როგორც გრიპის ვაქცინა ვერ დაგიცავთ წითელასგან.
დღეიდან წითელას აცრა ყველასთვის უფასო გახდება - "ეპიდაფეთქებაა, ჩავიტაროთ ვაქცინაცია!"
- სავარაუდოდ, მეორე ტალღა დაავადების როდესაც გვქონია სხვა წლებში, აჭარბებდა პირველ ტალღას დაავადებულთა რაოდენობით, თუმცა უფრო ხანმოკლეა ხოლმე. წინასწარი პროგნოზები ასეთი გვაქვს, დაზუსტებით კი ამ საკითხზე საუბარი მას შემდეგ შეგვეძლება, როცა მეორე ტაღღა გადაივლის.
ხათუნა ზახაშვილმა msoblebi.ge-ს რამდენიმე კითხვასაც უპასუხა.
- ვაქცინების შემოსვლას ველოდებით კერძო სექტორშიც და სახელმწიფოს მაღალი რისკის კატეგორიებისთვისაც. ჩემი ინფორმაციით, ვაქცინა იქნება სამვალეტიანი.
ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქებაა - რა უნდა გააკეთოთ, რომ დაცული იყოთ
- მაღალი რისკის ჯგუფებისთვის იქნება სპეციალური წერტილები გამოყოფილი, რომლებიც გამოცხადდება დამატებით. ასევე ვაქცინების გაკეთება იქნება შესაძლებელი იმ სამედიცინო ცენრებში, რომლებიც კერძო ვაქცინებს გასცემენ.
რუსკა კილასონია