მომავალი მშობლებისთვის მთავარია, ბავშვი ჯანმრთელი დაიბადოს და მშობიარობამ კარგად ჩაიაროს. თუმცა ორსულობის განმავლობაში თითქმის ყველა მშობელს აინტერესებს მომავალი ბავშვის სქესი. ექოსკოპიური კვლევა, როგორც წესი, სქესს ზუსტად ადგენს, მაგრამ დაახლოებით 100-დან 10 შემთხვევაში ცდება.
როდის შეიძლება შეცდეს ექო სქესის დადგენისას? წარმოგიდგენთ რამდენიმე მიზეზს.
სქესობრივი ნიშნები 12-14 კვირისთვის იწყებს ფორმირებას, როცა მომავალი დედა გეგმიურ კვლევაზე მიდის. საუკეთესო სპეციალისტიც კი ამ ვადაზე სწორ პასუხს 50%-იანი სიზუსტით ამბობს.
მე-15 კვირისთვის გამოცდილი სპეციალისტი უკვე კარგად არჩევს სასქესო ნიშნებს, თუმცა ბოლომდე ეს ორგანოები 18 კვირისთვის ყალიბდება. სწორედ ამ ვადაზე ჩანს ბავშვის სქესის ყველაზე კარგად.
ჭიპლარის ოინები ისეც ხდება, რომ გოგონა ბიჭში ერევათ. ეს ფაქტი ნაყოფის და ჭიპლარის მდებარეობით არის გამოწვეული. ჭიპლარმა შეიძლება ნაოჭი გაიკეთოს და ის ექიმს პენისი ეგონოს.
საბოლოოდ, ბავშვის სქესის ექოსკოპიით დადგენა დიდწილად დამოკიდებულია ორსულობის ვადაზე, ნაყოფის მდებარეობაზე, ექოსკოპიის აპარატის შესაძლებლობებზე, ასევე ნაყოფის პოზიციაზე. ყველაზე კარგად სქესის დანახვა 3D აპარატს შეუძლია. ფერები საუკეთესოდ უჩვენებს როგორც გარკვეულ ანომალიებს, ასევე სასქსო ნიშნებს, თითებს, ზურგის ტვინს.