„დაკეტონ ეს ცოდვის ბუდე ან დაინტერესდეს ჯანდაცვის სამნისტრო“... სოციალურ ქსელში კიდევ ერთი საზარელი ფაქტი გავრცელდა. საქმე უმწეო ბავშვის ჯანმრთელობას და ექიმების დაუდევრობას ეხება. ინფორმაციას პატარა ნენეს ბიძა ავრცელებს, რომელიც თავს უფლებას არ აძლევს, მშობლების გარეშე ბავშვის გვარი და ექიმის ვინაობა დაასახელოს. თუმცა, როგორც კომენტარებში წერს, გამოძიების დასრულების შემდეგ ბევრ რამეს მოეფინება ნათელი. ვინაიდან ნენეს ბიძის გიორგი ალიბეგაშვილის ფეისბუქსტატუსი საჯაროა, გადავწყვიტეთ ჩვენს საიტზე გამოგვექვეყნებინა.
„ნენე ჯერ მხოლოდ 2 წლის ხდება. ეს არის ბავშვი საოცრება. ფაქტობრივად სასწაული შეძლო. დაიბადა 6-თვიანი სულ რაღაც 1.300 გრამი, თუმცა ჯანმრთელი. მოათავსეს იაშვილში, ინკუბატორში. 1 თვეში ჩემმა დამ შეამჩნია სიყვითლე (არა ექიმებმა) და ატეხა განგაში. გამოიკვლიეს ბავშვი და დაასკვნეს, რომ სჭირდებოდა ნაღვლის ამოღება. 1.500-გრამიან ბავშვს ამოაჭრეს ნაღველი. გავიდა 6 თვე. ბავშვი ისევ ცუდად შეიქნა, ისევ იაშვილში გააქციეს და 20 დღე უშედეგო მკურნალობის შემდეგ გვითხრეს, ღვიძლი არ მუშაობს და გადანერგვა დასჭირდებაო.
რა თქმა უნდა, საქართველოში მსგავსი ოპერაცია არ გაკეთებულა პატარა ბავშვზე. ჩემმა დამ ფაქტობრივად მომაკვდავ ნენეს მოკიდა ხელი და წაიყვანა საფრანგეთში. ერთთვიანი კვლევების შედეგად ვერ დაუსვეს დიაგნოზი ბორდოში. ბოლოს მოითხოვეს თანხმობა გაჭრაზე. გაჭრეს და ამოუღეს იაშვილის კლინიკაში გაკეთებული ოპერაციის დროს ჩარჩენილი დოლბანდი, რომელიც ღვიძლზე იყო მიკრული. სრულიად დამპალი და, რა თქმა უნდა, ღვიძლი მთლიანად გაფუჭებული. ამის შემდეგ კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდა, რადგან სიცხეს ვერ უწევდნენ და წყალი განუწყვეტლივ უდგებოდა მუცელში. გადანერგვას პატარა წონის გამო ვერ ახერხებდნენ... ბოლო-ბოლო პარიზში გაუკეთდა ღვიძლის გადანერგვა. და ღვთის წყალობით, დღეს წარმატებით გადის რეაბილიტაციას...
იაშვილის კლინიკა ერთხელაც არ დაინტერესებულა ბავშვის მდგომარეობით. ფრანგ ექიმებსაც კი არ მიაწოდეს ინფორმაცია, თუ რა გაუკეთდა მათთან... ჰო, ნაღველის ამოჭრისას არასწორად ჰქონდათ შეერთებული სადინარები... არ ვიცი, რა უნდა ვთქვა ფრანგულ მხარეზე. სოციალური დაცვა აქვთ უმაღლეს დონეზე. უძვირესი ოპერაციები უფასოდ. მაშინ, როცა საქართველოში 1 თეთრიც არ დაუფინანსეს. იაშვილშიც კი ფული გადაიხადეს... ის ექიმები ჯერ კიდევ მუშაობენ და ვინ იცის, რამდენს დაღუპავენ კიდევ.“
იაშვილის საავადმყოფოს ექიმი: "თავდახრილები დავდივართ... თვალს ვარიდებთ ერთმანეთს"
რასაკვირველია, ამ ამბავმა გულგრილი არავინ დატოვა, მეტიც ჯანდაცვისა და შინაგან სამინისტორსგან რეაგირებას ითხოვს ხალხი. გთავაზობთ, სოციალური ქსელის აღელვებული მომხმარებლების კომენტარებს:
გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
„იაშვილს კლინიკას ცეცხლი უნდა წაუკიდო თავისი მედპერსონალით. გახსენება არ მინდა, ისე დამიტანჯეს 2 თვის ბავშვი მანდ...“
„რამდენი გაჭირვებული ბავშვი ელოდება გამოჯანმრთელებას იმათ ხელში“...
„დაკეტონ ეს ცოდვის ბუდე ან დაინტერესდეს ჯანდაცვის სამნისტრო“...
„ჯანმრთელობის სამინისტროს უნდა მოსთხოვოთ დამნაშავე ექიმების სამუდამოდ დისკვალიფიკაცია... ღმერთმა დაიფარა თქვენი პატარა და ვუსურვებ, როგორც იტყვიან, ქრონიკულ ჯანმრთელობას... ბედნიერი და წარმატებული გაგეზარდოთ!!!“
„ნეტავ არ წამეკითხა... სრული პესიმიზმი დამეუფლა, პაწაწუნამ რამდენი გადაიტანა ამათი შეცდომების და არაპროფესიონალიზმის გამო. ყველაზე ძლიერი გოგოა და ვგულშემატკივრობ, მისი ფანი ვარ“...
„არაფერს არ გააკეთებს ჯანდაცვის სამინისტროს მარეგულირებელი სააგენტო, ეგ გზა არ გამოვიარეთ?! დღემდეა საქმე აღძრული. 18 თვე მაგათი კომისიის დასკვნას ველოდებოდით ორი ტყუპი ჩვილის სიკვდილის შესახებ, იაშვილის ინკუბატორში. და ისეთი დაწერეს, რომ ტუალეტში თუ გამოიყენებ მაგ ქაღალდს. მაგალითად ის, რომ ინკუბატორის განყოფილების გამგე, მთავარი პასუხისმგებელი პირი, კომენტარებსაც თავს არიდებდა.“
„საშინელი მდგომარეობაა, ჩემ მულს საერთოდ ღვიძლის ოპერაციას უკეთებდნენ სასწრაფოდ, არ გადარჩებაო, ერთი დღეც რომ დააგვიანოთო, 17000 ათასი მოგვთხოვეს... საერთოდ სხვა პრობლემა ჰქონდა, იმკურნალა, დღეს კარგადაა, ერთი წელი გავიდა“.
„...მარტო ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ბავშვის გვარს კი არა, ექიმიდან დაწყებული სანიტრამდე ყველას დავწერდი. თუმცა ეგეც მალე მოხდება... რითაც დარწმუნებული ვარ, ბევრი სიცოცხლე გადარჩება. რადგან ეგ ექიმი მარტო ლიცენზიის ჩამორთმევით არ დაისჯება, რაც სხვა ბევრი ექიმისათვის იქნება მაგალითი თუ როგორ არ უნდა ეკიდოთ პაციენტის სიცოცხლე“ - წერს გიორგი ალიბეგაშვილი.
რაც შეეხება კლინიკის კომენტარს, ჯერჯერობით მოკვლევა მიმდინარეობს.
თეკლა ჟვანია