ყველაზე კითხვადი
მშვენიერი დები თბილისის აეროპორტის დაცვიდან და მათი საქმის ყველაზე დიდი ხიბლი
 მშვენიერი დები თბილისის აეროპორტის დაცვიდან და მათი საქმის ყველაზე დიდი ხიბლი
მარიამ ზურებიანი პროფესიით ფარმაცევტია, თუმცა ამ სფეროში არც ერთი დღე არ უმუშავია. აბსოლუტურად განსხვავებულ სფეროში აღმოჩნდა და თეთრი ხალათის მაგივრად, რომელზეც ბავშვობაში ოცნებობდა, პოლიციის ფორმის ჩაცმა მოუწია. ის უკვე 6 წელია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მუშაობს, დაცვის პოლიციის თანამშრომელია. ცოტა ხნის წინ მისმა დამ - მადონამაც დაიწყო იქ მუშაობა (მის გარდა მარიამს კიდევ ჰყავს და-ძმა - გოგონები მრავალშვილიანი ოჯახიდან არიან - რედ.)
და საკმაოდ ეფექტური გარეგნობის დებმა, რომლებიც გვერდიგვერდ მუშაობენ და ერთ საქმეს ემსახურებიან, ჩვენი ყურადღებაც მიიპყრეს.

- მარი, როგორია შენი
ერთი სამუშაო დღე? როგორ მიეჩვიე სამსახურს და რა არის ყველაზე რთული შენს საქმიანობაში?
- უკვე მეექვსე წელია ვმუშაობ... ათასობით ხალხის უსაფრთხოების დაცვა მარტივი არ არის, ძალიან საპასუხისმგებლო სამსახურია და ამავდროულად ძალიან საინტერესო... უამრავ ადამიანთან მაქვს შეხება, ვამოწმებ საბუთებს, ჩანთებს და უშუალოდ მგზავრს - ეს არ არის მარტივი... ასევე დამთრგუნველია ხშირად ემოციები, რომლებიც თან სდევს ამ სამსახურს. საშინლად მოქმედებს, როცა მოხუცი მშობლები თავიანთ ერთადერთ შვილს აგზავნიან წლობით საზღვარგარეთ და აცრემლებული მეკითხებიან, რა პროცედურების გავლა უწევს, მიაგნებს თუ თავის რეისს და ასე შემდეგ... როცა ავადმყოფი ბავშვები მიჰყავთ... ერთ დღეს არ დამავიწყდება, მოხუცი ცოლ-ქმარი მოვიდა. ქალბატონი ჯოხით გადაადგილდებოდა, ექიმი გახლდათ და შვილის სანახავად მიფრინავდა, რომელიც წლები არ ენახა. არასოდეს დამავიწყდება, როგორ ამშვიდებდა მეუღლე, როგორ უხსნიდა, რა წამალი რა დროს მიეღო... თუ რამეს ვერ გაიგებდა,  როგორც ჩვევია მორიდება, ისე არ მორიდებოდა შეკითხვებს... ცრემლები ძლივს შევიკავე ამათი შემყურე,  ბოლოს ჩავერთე და შევთავაზე ბატონს, რომ მე მივაცილებდი იმ რეისამდე, რომლითაც მიემგზავრებოდა. გზაში მიყვებოდა ეს ქალბათონი მონატრებულ შვილზე, რომლის მონატრებამ ავადმყოფ ქალს ათასობით კილომეტრის გადაფრენის გადაწყვეტილება მიაღებინა...
ასეთი მომენტებია ჩემთვის ყველაზე მძიმე და ასეთი შემთხვევები თითქმის ყოველ სამუშაო დღეს ხდება....
mshoblebi
ერთი წელი მაინც გამიჭირდა შეჩვევა, გაანალიზება, აღქმა იმ ყველაფრის, რისი კეთებაც მიწევდა... რთულია, როცა სულ ყურადღებით, დაძაბული გიწევს ყოფნა. ასობით მგზავრი როცა შემოდის, შეიძლება და დიდი შანსია, რომ ყურადღება გაგეფანტოს... ასევე რთული არა, მაგრამ ძალიან არასასიამოვნოა, როცა წასაღებად აკრძალული ნივთების ჩამორთმევა მიწევს, ნივთების რომელსაც დიდი დატვირთვა აქვთ პატრონისთვის ან გარდაცვლილი მშობლების ან გარდაცვლილი მეუღლის დანატოვარია, თუმცა კანონით აკრძალულია და ვერ გავატანთ.
ყველაზე საინტერესო კი ჩემს საქმეში ალბათ მაინც ის არის, რომ სხვადასხვა ეროვნების, კულტურის, რელიგიის ხალხთან მიწევს ურთიერთობა.

- როდის მოხვდა შენი და ამ საქმეში და როგორია, როცა დები ერთად მუშაობთ?
- ერთი თვეა, რაც ერთად ვმუშაობთ, მანამდე ორი წელი მანდატურად მუშაობდა. ბევრს ტყუპი ვგონივართ, მაგრამ ვაღიარებ, რომ დამჩრდილა და უკვე ვფიქრობ, სანამ გვიანი არ არის, ისევ სკოლაში დავაბრუნო (იცინის). ძალიან გამიხარდა ისიც, რომ ერთ ცვლაში მოვხვდით და ამასაც  აქვს თავისი მიზეზი - რაც ჩემთან ერთად მუშაობა დაიწყო, მე აღარ მიწევს კვებაზე ზრუნვა. საოცარი მზარეულია, ძალიან გემრიელი გამოსდის ყველაფერი და უზრუნველმყოფს გემრიელი საკვებით. უფროსი დის როლი კარგად მაქვს მორგებული, ზოგჯერ ზედმეტიც მომდის -  საკმარისია მგზავრმა რამდენიმე წამი დააყოვნოს საუბარი, მაშინვე საქმეში ვერთვები (იცინის).
- ალბათ გარეგნობის გამო კომპლიმენტებსც იღებთ...
- ქართველი ქალბატონები როგორც კი შემოდიან, კომპლიმენტით იწყებენ და თან დასასრულს ხმადაბლა აგრძელებენ - ისეთი ბიჭი მყავს, მინიმუნ თქვენნაირი უნდა მოიყვანოსო (იცინის). ასეთებიც ხდება. ღამის საათებში ისეთი წარბშეკრული ვდგავარ, კომპლიმენტი კი არა, ღიმილი ეყინებათ. ისე, უცხოელებს უყვართ კომპლიმენტის თქმა, ქართველები უფრო თავშეკავებულნი არიან.

- თქვენი გადმოსახედიდან, რამდენად ბევრი ტურისტი ჩამოდის საქართველოში? და როგორ ამჩნევთ, რა შთაბეჭდილებებით ბრუნდებიან ჩვენი ქვეყნიდან - ალბათ აეროპორტში, უკან გამგზავრებისას ეტყობა ბევრს...
- შედარებაც კი არ შეიძლება სხვა წლებთან, იმდენად არის ნაკადი მომატებული თუნდაც ამ წელს. უმრავლესობა კმაყოფილია და ამას გამოხატავენ კიდეც. საოცარი ემოციით საუბრობენ ჩვენს ქვეყანაზე, გვიზიარებენ თავიანთ შთაბეჭდილებებს, როგორ არ უნდათ წასვლა და რომ მალე ისევ გვესტუმრებიან. დადებითი ემოციით ვივსები, როცა ვუსმენ, როგორ საუბრობენ ჩვენს ქვეყანაზე, ვუყურებ როგორ აცვიათ მაისურები ქართული დროშით, ახურავთ სვანური ქუდები - ეს ყველაფერი მართლაც ძალიან სასიამოვნოა.

- ბოლოსთვის გაიხსენე რომელიმე განსაკუთრებული მორიგეობა...
- ერთ საღამოს მივიღეთ შეტყობინება აეროპორტში ასაფეთქებელი მოწყობილობის ასრებობის შესახებ. აი, მაშინ ყველაზე მეტი სიმძაფრით გავაცნობიერე ჩემი საქმიანობა და ეს იყო დღე, როცა თეთრი ხალათი და აფთიაქი ვინატრე (იცინის). 

- მესამე დაც გყავთ, ის რით არის დაკავებული?
- მან ოჯახი შექმნა რამდენიმე წლის წინ, ორი შვილი ჰყავს და მათი აღზრდით არის დაკავებული.
mshoblebi
დები ზურებიანები. მარცხნიდან - მარი, რუსუდანი და მადონა
10749
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
ბეჭდვაელფოსტა
ფოტო და ვიდეო გალერეა
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
24.09.2017
თურქეთში გარდაცვლილი ქართველი ქალი ოჯახმა არ გადმოასვენა - „როცა ხელფასს იღებდა, მაშინ ხომ უნდოდათ დედა!“
23.09.2017
ეს ულამაზესი ქალი ”მის მსოფლიო 2013”-ია... ინვალიდის ეტლში მჯდომ ქალებს შორის.
23.09.2017
ჰობი - საქმიანობაა, რომელიც თავისუფალ დროს სიამოვნებას გვანიჭებს. გავერკვეთ, რომელი ჰობი გვიუმჯობესებს ცხოვრებას.
23.09.2017
"უფროსი შვილი ძალიან წარმატებული მოწაფეა. ზოგჯერ ვეუბნები ცოტა დაისვენე-მეთქი..."
23.09.2017
31 წლის ცირა ბოლქვაძე და მისი მეუღლე მალხაზ ბოლქვაძე 15 წელი ელოდნენ ნანატრ შვილს და ერთდროულად სამი შეეძინათ.
22.09.2017
"მარტოხელა ვარ, უიმედო და სასოწარკვეთილი. შეიძლება ჩემზე გაჭირვებულებიც არსებობენ, მაგრამ იმედია, სწორად აღიქვამთ ჩემს ამბავს და მთლად ნუ გამასწორებთ მიწასთან..."
22.09.2017
8 თვის ორსულია და მეუღლე ხატებს ყიდის და თვითონ მოწყალებას აგროვებს სამშობიაროში გადასახდელად




გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
არქივი