ყველაზე კითხვადი
"არასდროს მაკავებს ვალდებულება, პასუხისმგებლობა, ის, რომ მღვდელი ვარ და ექვსი შვილის მამა" - მამა პეტრეს ემოციური სიტყვები ცოლისადმი
"არასდროს მაკავებს ვალდებულება, პასუხისმგებლობა, ის, რომ მღვდელი ვარ და ექვსი შვილის მამა" - მამა პეტრეს ემოციური სიტყვები ცოლისადმი
მამა პეტრემ ცოლს - ნინო ვეკუას, მისი ექვსი შვილის დედას, ემოციური სიტყვებით მიულოცა დაბადების დღე. ალბათ ბევრი ცოლი ისურვებდა ასეთ სიტყვებს ქმრისგან:

"კოლხურ უხერხულობას მინდა გადავაბიჯო და ვთქვა ის, რასაც ძილშიც ვფიქრობ, მაგრამ ხშირად არ ვამბობ...
შენც იცი, ოღონდ უკეთესად მინდა იცოდე... არასდროს მაკავებს ვალდებულება, პასუხისმგებლობა, ის, რომ მღვდელი ვარ და ექვსი შვილის მამა... რასაც აქამდე მოვყავარ და მიმაჯაჭვა, შენი სიყვარულია... არც თუ ისე ცოტა ხანია ერთად ვართ. ამ ხნის მანძილზე ბევრი
იყო გაბრაზება, გულისწყრომა, კამათი, გაბუტვა, მაგრამ ზღურბს ვერც ერთი გადაცდა...
არასდროს ვყოფილვარ აფხაზეთში. მხოლოდ შენს თვალებს შერჩენილი უსასრულობით შემიძლია იქაურ უმნიშვნელო "შუკაზეც" ვისაუბრო... თვალების სიმწვანეში დღემდე დაფრინავენ თოლიები, დაცურავენ კელასურის ოქროს თევზები, ღელავენ პალმები და მაგნოლიები... ეს ყველაფერი კი მეტია, ვიდრე ენგურს გაღმა დარჩენილი კუთხის გეოგრაფიული მდებარეობა.
13 სექტემბერს დაიბადე, მაგრამ ჩემთვის წუთში ათასჯერ იბადები. ზოგჯერ ნერვებიც მეშლება, ბოლომდე რომ ვერ ამოგხსენი და გაგიცანი... არც არის საჭირო...
ყოველი თვის მეცამეტე დღეს მთაწმინდაზე, ნინო ჭავჭავაძის საფლავთან ვხვდებოდით... ეს იყო ჩვენი შერიგება-განშორების და ისევ შეხვედრის სადგური...
თუ ვინმეს წინაშე ბოდიში მაქვს მოსახდელი და პატიება სათქმელი - შენ ხარ, რადგან ხშირი ,,მოუცლელობის" გამო ყურადღება დაგაკელი... ისიც ვიცი, გეუბნებიან, როგორ არ ეჭვიანობ, მუდამ გარეთ არისო... გეუბნებიან იმასაც, სასულიერო პირია და მშვიდად ალბათ ამიტომაც ხარო!.. შენ ყველაზე უკეთ იცი, შენი სიმშვიდის მიზეზი არა რეგალიები, არამედ ჩემი მარადიული სიყვარულია...
ყველაფერს გჩუქნი, რაც მაბადია...
პირველად რომ მითხარი და მერე გეუხერხულა, იმ სიტყვებს გიბრუნებ - "მიყვარხარ! ისე კი არა, ისე, უბრალოდ"!..
36967
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
ბეჭდვაელფოსტა
ფოტო და ვიდეო გალერეა
კომენტარები (1)
15:42 / 15-09-2017
გაიხარეთ,იმრავლეთ,გაძლიერდით!
გაიხარეთ
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
24.09.2017
თურქეთში გარდაცვლილი ქართველი ქალი ოჯახმა არ გადმოასვენა - „როცა ხელფასს იღებდა, მაშინ ხომ უნდოდათ დედა!“
23.09.2017
ეს ულამაზესი ქალი ”მის მსოფლიო 2013”-ია... ინვალიდის ეტლში მჯდომ ქალებს შორის.
23.09.2017
ჰობი - საქმიანობაა, რომელიც თავისუფალ დროს სიამოვნებას გვანიჭებს. გავერკვეთ, რომელი ჰობი გვიუმჯობესებს ცხოვრებას.
23.09.2017
"უფროსი შვილი ძალიან წარმატებული მოწაფეა. ზოგჯერ ვეუბნები ცოტა დაისვენე-მეთქი..."
23.09.2017
31 წლის ცირა ბოლქვაძე და მისი მეუღლე მალხაზ ბოლქვაძე 15 წელი ელოდნენ ნანატრ შვილს და ერთდროულად სამი შეეძინათ.
22.09.2017
"მარტოხელა ვარ, უიმედო და სასოწარკვეთილი. შეიძლება ჩემზე გაჭირვებულებიც არსებობენ, მაგრამ იმედია, სწორად აღიქვამთ ჩემს ამბავს და მთლად ნუ გამასწორებთ მიწასთან..."
22.09.2017
8 თვის ორსულია და მეუღლე ხატებს ყიდის და თვითონ მოწყალებას აგროვებს სამშობიაროში გადასახდელად




გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
არქივი