"მეშინოდა, ელეს, ჩემს შვილს არ ვაწყენინო-თქო და დღეს ის აღარ არის ცოცხალი..."
"მეშინოდა, ელეს, ჩემს შვილს არ ვაწყენინო-თქო და დღეს ის აღარ არის ცოცხალი..."
ნანა ბერძენიშვილის ქალიშვილი ცოტა ხნის წინ ინტერნეტ-თამაშ "ლურჯ ვეშაპს" ემსხვერპლა (იხილეთ ამ შემთხვევის შესახებ). ქალბატონმა ნანამ გადაწყვიტა, რომ ელენეს სახელით, იბრძოლოს და ყველა მშობელი გააფრთხილოს ონლაინ-საფრთხეებზე, გადაარჩინოს სხვა მოზარდები მსგავსი საბედისწერო შემთხვევებისა და უფრო მეტიც - სიკვდილისგან.


"არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ინტერნეტი არის ბოროტება, თუმცა ბოროტმოქმედები მას იყენებენ სხვადასხვა საზარელი გეგმის განხორციელებისათვის! დღეს შემხვდა ქალბატონი და მისი შვილიშვილი. ასე 11 წლის ბიჭი. გამოველაპარაკე და ვუთხარი, რომ არ ითამაშო სასტიკი თამაშები-თქო.
არაო, დამიდასტურა. შემდეგ მისმა ბებოს მითხრა, არც კი ვიცით რა ვქნათო, სულ კომპიუტერი და ტელეფონი უნდა და ეზოში ძალით ჩავიყვანეო.
როცა ეს მითხრა, ვიგრძენი მისი უსუსურობა, თან უნდა, რომ შვილიშვილს არ აწყენინოს და თან ხვდება, რომ არ შეიძლება ბავშვი სულ იქ იყოს, ონლაინ-რეალობაში.
ალბათ ბევრი მშობელია ამ დილემის წინაშე. არ ვაწყენინო... და შემდეგ ეს დაშვება - რა უჭირს, ბავშვი ხომ მაინც სახლშია.
უმორჩილესად გთხოვთ, თუ საჭიროდ ჩათვლით, აწყენინეთ თქვენს შვილებს და შეუზღუდეთ 24-საათიანი წვდომა ინტერნეტზე. კი გაბრაზდებიან, იტირებენ და შესაძლოა სხვა უფრო მძაფრი პროტესტიც გამოხატონ, მაგრამ იცოდეთ, შესაძლოა, თქვენი ამ გადაწყვეტილებით მათი სიცოცხლე გადაარჩინოთ.
მე მეშინოდა, რომ ელეს, ჩემს შვილს არ ვაწყენინო-თქო და
დღეს ის აღარ არის ცოცხალი.
არამც და არამც არ ვამბობ, რომ აუკრძალოთ, უბრალოდ შეზღუდეთ და უკეთ გააკონტროლეთ.
ელენეს სახელით, ნანა... 
P.S. გთხოვთ, გაავრცელეთ და თქვენს მეგობრებსაც მოუყევით".

იხილეთ მეტი ე.წ. ლურჯი ვეშაპის შესახებ
68005
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
...
1
საიდან ასკვნით, რომ ინტერნეტ-თამაშ "ლურჯ ვეშაპს" ემსხვერპლა? ჯერ გამოძიებას არ უთქვამს ეს, და თვიდანვე ეს ვერსია საეჭვიდ მიიჩნიეს. ნუ ავრცელებთ მცდარ ინფორმაციას, ვიდრე არ დადასტურდება.
12:39 / 18-09-2017
ნათია
1
ბავშვის სწორი განვითარების, კერძოდ სქესობრივი აღზრდის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია შევაფასოთ, როგორია მშობლების დამოკიდებულება შვილების რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის მიმართ და თავად რამდენად ახდენენ შვილების ინფორმირებას აღნიშნულ საკითხებზე. გთხოვთ, შეავსოთ კითხვარი მითითებულ ბმულზე: https://goo.gl/2EgNrs
10:58 / 18-09-2017
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?