ეს გოგონები ბუნების კანონის საწინააღმდეგოდ გაჩნდნენ. წელს პირველ კლასში წავიდნენ... ეს გოგონები ბუნების კანონის საწინააღმდეგოდ გაჩნდნენ. წელს პირველ კლასში წავიდნენ. დედა იხსენებს მათ დაბადებასთან დაკავშირებულ რთულ პერიოდს.
2012 წლის მაისის ერთ დილას მარია ჯონს ელიოტს, რომელიც ორსულობის 24-ე ვადაზე იყო, მუცლის ტკივილი დაეწყო. მაშინვე გაემგზავრა უოტერფორდის საავადმყოფოში, სადაც მისი მეუღლე მუშაობდა. "როდესაც ტკივილები დამეწყო, გამაფრთხილეს, რომ სავარაუდოდ ბავშვები ვერ გადარჩებოდნენ. მაგრამ ღმერთი ჩემს მხარეს იყო... შოკში ვიყავი, ვტიროდი და არ მინდოდა დანებება. ვლოცულობდი და ვითხოვდი სასწაულს". 2 დღის მტანჯველი ტკივილების შემდეგ, გაჩნდა პირველი გოგონა - ემი. ის 500 გრამს იწონიდა. ბავშვი მაშინვე მოათავსეს ინკუბატორში. ექიმები ელოდებოდნენ მეორე ბავშვს, მაგრამ მათ გასაოცრად, მარიას ტკივილები შეუწყდა. "მედპერსონალი გაოგნებული იყო. მათ პრაქტიკაში არ ჰქონდათ მსგავსი შემთხვევა".
"წესით უნდა გამხარებოდა შვილის დაბადება, მაგრამ ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს: ერთი ბავშვი ინტენსიურ პალატაში იყო მოთავსებული, ხოლო მეორე - ჩემს მუცელში იბრძოდა სიცოცხლისთვის. არ ვიცოდი, შევძლებდი თუ არა ერთი შვილის წაყვანას სახლში. მახსოვს როგორ ვყვიროდი: "რატომ მოხდა ასე?"
მარიას ნება დართეს 5 დღე გაეტარებინა შვილთან ერთად. ”არ შემეძლო ყურება ისეთ მდგომარეობაში იყო ბავშვი. ხელები დავიდე მუცელზე და დავიფიცე, რომ შევძლებდი მეორე შვილის გაჩენასაც და გოგონები იქნებოდნენ ერთად".
მიუხედავად ექიმების ცუდი პროგნოზისა, პატარა ემი გადარჩა და 5 კვირის შემდეგ მარიას დართეს ნება აეყვანა ხელში. "გოგონა ისეთი პატარა იყო, თითქმის ვერ გრძნობდი მის წონას. როდესაც გულზე მივიკარი, მისი გულის რიტმი დასტაბილურდა. ვკოცნიდი თავზე და გულში ვიხუტებდი".
”36 კვირის ვადაზე სტიმულაციით დაიბადა სრულიად ჯანმრთელი გოგონა კეიტი - წონით 2,5კგ. მედდამ შემხედა და თქვა: "ყველაფერი რიგზეა". ორივე ავტირდით ბედნიერებისაგან. ორ საათში დები შეხვდნენ ერთმანეთს”.
"კეიტი ინკუბატორში მოათავსეს ემისთან პირისპირ. ეს ძალიან ამაღელვებელი სანახაობა იყო".
5 დღეში ყველანი სახლში ვიყავით. ემი 7 კვირის შემდეგ შემოგვიერთდა. მართალია კეიტს მაღალფუნქციური აუტიზმი დაუდგინეს, მაგრამ სამკურნალო კურსის შემდეგ, მისი განვითარება ნორმალურად წარიმართა. ახლა, როდესაც გოგონები სკოლაში წავიდნენ, მარია ამბობს: "ეს ხომ შესანიშნავია, არადა ყველაფერი როგორ ცუდად დაიწყო. ჩვენ სრულყოფილი ოჯახი ვართ და მე უბედნიერესი დედა ვარ დედამიწაზე".