ფიზიკურ ვარჯიშს რომ ადამიანის ჯანსაღი ცხოვრების წესში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, ეს უკვე არავისთვის აღარ წარმოადგენს სიახლეს ფიზიკურ ვარჯიშს რომ ადამიანის ჯანსაღი ცხოვრების წესში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, ეს უკვე არავისთვის აღარ წარმოადგენს სიახლეს. სწორად შერჩეული ფიზიკურ აქტივობას კი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. წყლის პროცედურები ამ მხრივ შეიძლება ითქვას უნივერსალურია, ერგება თითქმის ყველა საჭიროების მქონე ადამიანს. ამ სტატიაში გვინდა გესაუბროთ წყლის პროცედურების მნიშვნელობაზე ჩვილებში და მცირეწლოვან ბავშვებში.
პატარების ზრდა განვითარებაში წყლის პროცედურების როლზე ვესაუბრეთ თერაპევტ მაია ვარდოსანიძეს, რომელიც ამჟამად სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს, ბავშვთა სპა ცენტრ "ჭუპაში". მასთან საუბრისას გავარკვიეთ, რომ წყლის პროცედურები საჭირო და სასურველია ნებისმიერი ბავშვისთვის, როგორც სარელაქსაციო, ასევე გამაჯანსაღებელი და სამკურნალო თვალსაზრისით.
მაია ვარდოსანიძე: "ჩვილებისთვის წყალში ყოფნა ფაქტიურად ბუნებრივი მდგომარეობაა, ვინაიდან ისინი მთელი 9 თვის განმავლობაში მუცლად ყოფნისას სანაყოფე წყალში იზრდებიან და ვითარდებიან. წყალი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ხელს უწყობს ნერვიული სისტემის სწორად ჩამოყალიბებას, შედეგად ბავშვი ხდება უფრო მშვიდი, უკეთ სძინავს, უკეთ იკვებება. წყალში მოძრაობა ავითარებს კუნთოვან ქსოვილს, ბავშვის იმუნიტეტი კი მნიშვნელოვნად უმჯობესდება, ხდება უფრო გაკაჟებული და იოლად აღარ ცივდება. დადგენილია რომ რეგულარული ცურვა ხელს უწყობს ბავშვის სიმაღლეში ზრდას და სხეულის სწორად ფორმირებას. იმ ასაკში, როდესაც ბავშვი სიარულს იწყებს ხშირად გვხვდება ისეთი პრობლემა როგორიცაა ფეხის სისუსტე, რის გამოც ბავშვი დამოუკიდებლად ვერ დგება ფეხზე და შესაბამისად ვერც დადის. ამისთვის საუკეთესო და შეიძლება ითქვას შეუცვლელია წყალი, რადგან წყალში გაცილებით უფრო იოლია კუნთის გავარჯიშება, ვიდრე ნებისმიერი სხვა ვარჯიშისას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია წყლის პროცედურები ორიენტაციის ცენტრის განვითარებისთვის, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებისთვის, დისპლაზიის და ჰიპოპოკინეზიის (კუნთის შემცირებული შეკუმშვა) მქონე ბავშვებისთვის."
ევროპულ ქვეყნებში დიდი ხანია განვითარებულია ეს მიმართულება და პატარებს ჩვილობის ასაკიდან აქვთ შესაძლებლობა იარონ ცურვაზე. ჩვენს ქვეყანაში კი ამ მხრივ ნამდვილად იგრძნობოდა ჩამორჩენა, თუმცა დღეს ეს ყველაფერი უკვე შესაძლებელია.
გვინდა გაცნობოთ იმ სასიამოვნო სიახლის შესახებ, რომელიც ვფიქრობთ რომ ყველა დედას გაახარებს. ჩვენს დედაქალაქში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე გაიხსნა ბავშვთა სპა ცენტრი "ჭუპა", სადაც ფუნქციონირებს სპეციალურად ბავშვებისთვის შექმნილი აუზები, რომლებსაც გააჩნია ჰიდრო მასაჟის ფუნქცია და იდეალურად არის მორგებული ჩვილებისა და მცირეწლოვანი ბავშვების საჭიროებებზე. "ჭუპაში" თქვენ დაგხვდებათ სუფთა და კომფორტული გარემო, სადაც პროფესიონალი რეაბილიტოლოგები და მასაჟისტები ინდივიდუალურად მოემსახურებიან თქვენს პატარებს. როგორც ვიზიტორები აღნიშნავენ სპა ცენტრში განსაკუთრებული სისუფთავეა და ჰიგიენის სტანდარტები მკაცრად არის დაცული. გარდა წყლის პროცედურებისა "ჭუპა"-ში ასევე შესაძლებელია სამკურნალო და გამაჯანსაღებელ მასაჟების ჩატარებაც.
იმედია ეს სასიამოვნო სიახლე ბევრ პატარას გაახარებს. ჩვენ ყველა დედას ვურჩევთ თავად ესტუმროს "ჭუპას" და პირადად შეაფასოს იქ არსებული გარემო და მომსახურების ხარისხი. "ჭუპა"-ს ხელმძღვანელობას კი მადლობას ვუხდით ასეთი სასიამოვნო ინიციატივისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ სპა ცენტრ "ჭუპას" ფეისბუქგვერდს: https://www.facebook.com/BabySpa.Chupa/
R