”35 წლის წინ დღეს დედა და მამა დაქორწინდნენ”, - წერს ვენენო მენაბდე ”35 წლის წინ დღეს დედა და მამა დაქორწინდნენ, - წერს სოციალურ ქსელში ვენენო მენაბდე, დაწყებითი კლასების მასწავლებელი და მამა ბესარიონ მენაბდის ქალიშვილი, - 1 წელში მე შევეძინე, მერე დაიბადა არჩილ მენაბდე, თინათინ მენაბდე, იო მენაბდე, ნიკოლოზ მენაბდე, აბო მენაბდე, გაბრიელ მენაბდე, თეკლა მენაბდე, ლუკა მენაბდე, ილია მენაბდე, ეკატერინე მენაბდე და ბოლოს გიორგი, ანუ გიორგი XII”.
მამა ბესარიონისა და მისი მეუღლის - ნინოს ოჯახს უამრავი ადამიანი ულოცავს იუბილეს. ჩვენც ვუერთდებით მილოცვას.