"დღეს ჩემი გეგაც პირველად წავიდა სკოლაში" ცნობილი პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი თავის პატარა პაციენტებს სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს და მათ მშობლებს მიმართავს.
"ჩემო პატარებო, მოზარდებო, მშობლებო, მასწავლებლებო, გილოცავთ სწავლის დაწყების პირველ დღეს!!! წარმატებებით დატვირთულ ცხოვრებას გისურვებთ ბედნიერ, მოწესრიგებულ, მშვიდობიან ქვეყანაში!!! ყველაფერი თქვენ გეკუთვნით, რასაც ჩვენ უფროსები ვქმნით, მთელი სამყარო თქვენია, რომელიც მინდა იყოს თქვენსავით სუფთა, ანკარა და მართალი... ჩემო ძვირფასებო, ძირითადი საგნების გარდა შეეცადეთ ასწავლოთ ბავშვებს ურთიერთსიყვარული, ურთიერთგატანა, მოფერება, აცხოვრეთ მშვიდ გარემოში, ნუ გადატვირთავთ ძალიან, დაუტოვეთ თამაშის დრო... მერეც ეყოფათ წვალება... როგორ მინდა, რომ დიდხანს გრძელდებოდეს ბავშვობა. დღეს ჩემი გეგაც პირველად წავიდა სკოლაში. ყველა პირველკლასელს განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით გილოცავთ!!! წარმატებები ცხოვრების ახალ ეტაპზე - წერს ინგა მამუჩიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: ინგა მამუჩიშვილი: "განგაშია ასატეხი! თორემ ძალიან სავალალო შედეგი გვექნება!"
"გეკითხებით, რას ერჩით თქვენი ბავშვების ჯანმრთელობას?" - ქართველი პედიატრის მოწოდება