მსოფლიოს ილუსტრირებული ისტორიის გამოსვლის დღიდან მასზე მოთხოვნა საკმაოდ დიდი იყო... გაგიჭირდებათ წარმოიდგინოთ განათლებული ადამიანი, რომელმაც არაფერი იცის შუამდინარეთისა თუ ბიბლიური მიწების, ძველი ეგვიპტისა თუ საბერძნეთის, რომაული სამყაროსა თუ აზიური ცივილიზაციის შესახებ. ეს ყველაფერი მსოფლიო ისტორიის ნაწილია, რომლის შესწავლის დრო ადამიანს სკოლის დამთავრების შემდეგ თითქმის აღარ ეძლევა. ამიტომ მოზარდობის წლებში ამ კუთხით განათლების მიღება სერიოზულ საფუძველს უქმნის ზოგადი ინტელექტის დონეს.
არადა, მოზარდთა დიდი ნაწილისთვის ხანდახან არც თუ ისე მიმზიდველია ამ თემებზე დროისა და ძალისხმევის დახარჯვა. ეს კარგად იციან მათ, ვინც ახალგაზრდა თაობისთვის შემეცნებით გამოცემებს ამზადებს. სპეციალურად ამ მიზნით მსოფლიო ილუსტრირებული ისტორიის 24 ტომეული შეიქმნა, ეს გამოცემა დამატებითი ინფორმაციის მიღების ძალიან კარგი საშუალებაა როგორც ყმაწვილებისთვის, ასევე ზრდასრული ადამიანებისთვის.
ამ გამოცემის ფურცლებზე მკითხველი სამყაროს ისტორიის ყველაზე საინტერესო დეტალებს შეიტყობს. წიგნებში მხატვრულად არის გაცოცხლებული ისტორიული მოვლენები, ფაქტები და უახლესი აღმოჩენები. ყოველი ტომი მდიდარია უნიკალური ფოტომასალით, კომპიუტერული გრაფიკით, საინფორმაციო დიაგრამებითა და რუკებით. ყველა ტერმინი, რომელიც შესაძლოა უცხო იყოს ახალგაზრდა მკითხველისთვის, განმარტებულია თითოეული ტომის ლექსიკონში. საინტერესო თემატური მასალის მოძიება კი მარტივად არის შესაძლებელი წიგნის საძიებელში.
მსოფლიოს ილუსტრირებული ისტორიის გამოსვლის დღიდან მასზე მოთხოვნა საკმაოდ დიდი იყო, თუმცა სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" თავის მომხმარებელს აძლევს დამატებით შესაძლებლობას შეიძინონ გამოცემის სხვადასხა ტომი კიდევ უფრო მარტივად და მათ მეტად ხელიმსაწვდომს ხდის. მსოფლიოს ილუსტრირებულული ისტორიის ტომების შეძენა 1+1 აქცის ფარგლებში შეგძლიათ, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ ამ გამოცემის ერთ-ერთ ტომს შეიძენთ მეორეს უკვე საჩუქრად მიიღებთ. ფაქტობრივად, აქცია 1+1 ერთი წიგნის ფასად 2-ის შეძენის საშუალებას გაძლევთ. აქცია სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება, რაც გაძელევთ შესაძლებლობას ამ პერიოდში თქვენი ბიბლიოთეკა კიდევ უფრო მრავალფეროვანი, ხოლო მოზარდებისთვისაც ისტორიის სწავლის პროცესი უფრო სახალისო გახადოთ.