"დედობისთვის ვემზადები, უკვე 5 თვის ორსული ვარ. აქამდე ამ ამბავს საიდუმლოდ ვინახავდი" მოდელი თამო ვაშალომიძე რამდენიმე დღის წინ დაინიშნა, მისი რჩეული ამერიკაში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენია. თამოს მომავალმა მეუღლემ ხელი თბილისში სთხოვა. წყვილს სამწლიანი სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებს, რომელსაც აქამდე საიდუმლოდ ინახავდნენ, თამომ დღეს "რეიტინგს" კიდევ ერთი საიდუმლო და ექსკლუზიური ინფორმაცია გაანდო.
- ექსკლუზიურად გაგიმხელთ, რომ ჩვენს ცხოვრებაში სიახლეა. დედობისთვის ვემზადები, უკვე 5 თვის ორსული ვარ. აქამდე ამ ამბავს საიდუმლოდ ვინახავდი, ორსულობის პირველი სამი თვე ძალიან რთული მქონდა, რადგან ტონუსი მქონდა მომატებული, სულ გაღიზიანებული ვიყავი, ამიტომ არ მინდოდა ამ თემის საჯაროდ აფიშირება. ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდა, ახლა ტავს მშვენივრად ვგრძნობ და გადავწყვიტე ჩემს ბედნიერებაზე ხმამაღლა ვისაუბრო.
- რა რეაქცია გქონდა, როცა პირველად გაიგეთ ორსულობის შესახებ?
- მე აქტიური ცხოვრების წესით ვცხოვრობ, სალონი, ვარჯიში, მასაჟი, ერთ დღეს რაღაც უცნაურად ვიგრზენი თავი, აფთიაქში ზუსტად 45 ტესტი ვიყიდე და გავიკეთე, სუყველა გაწითლდა ორ ხაზზე, უბედნიერესი ადამიანი ვიყავი, ჯერ არ მაქვს გაცნობიერებული ჩემი თავი დედის ამპლუაში ბოლომდე, მაგრამ ეს არის წარმოუდგენლად დიდი სიხარული, რომელიც შეიძლება ქალის ცხოვრებაში გაჩნდეს. პირველად ჩემს საქმროს დავურეკე ამერიკაში, ვუთხარი რომ შვილი გვეყოლება და ისე გაეხარდა ორ დღეში დაბრუნდა საქართველოში.
- ვინ გეხმარებათ?
- იცით რომ დავინიშნე. ჩემი საქმრო ხშირად ჩამოდის საქართველოში. ჩემმა ორსულობამ დააჩქარა ჩვენი ნიშნობაც. ვისაუბრეთ იმაზეც, რომ ბავშვი ამერიკაში დაბადებულიყო, მაგრამ ამერიკა ჯერ მაინც უცხო ქვეყანაა ჩემთვის, ამიტომ მირჩევნია ამ საპასუხისმგებლო მომენტში ჩემი ოჯახის გვერდით ვიყო. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ორსული თამუნას ფოტო