"იმედი, რომ როდესმე ბედნიერი ვიქნები, რომ მზეს და გაზაფხულს ოდესმე ისეთივე მადლი და სურნელი ექნება, როგორც შენამდე და თქვენამდე..." გელა დაიაურის თავს დატეხილი ამბავი მთელმა საქართველომ იცის. საშინელ ავტოკატასტროფაში მან მთელი ოჯახი დაკარგა - ცოლი და ორი მცირეწლოვანი შვილი. წლები გავიდა, მისი ტკივილი კი არ ნელდება. ეს პოეტის კიდევ ერთი ემოციური ამოძახილია:
"ყველაფერი დავკარგე და დაცარიელდი... დაცარიელდა სამყარო... ვგრძნობდი, რომ რაღაც დიდი გავიდა ჩემი სულიდან... სულ ვფიქრობდი, ოჯახი დავკარგე და ესაა მიზეზი-თქო.
არადა შენთან და თქვენთან ერთად იმედი დამიკარგავს, თეო... იმედი, რომ როდესმე ბედნიერი ვიქნები, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რომ მზეს და გაზაფხულს ოდესმე ისეთივე მადლი და სურნელი ექნება, როგორც შენამდე და თქვენამდე...
იმედიც გამოგყოლიათ, ჩემო თბილებო...
იმედი... იმედიი... იმედიიიი!!!
მიყვარხარ, კუნწულიკო..."