ისინი არა მარტო წყლის ორი წვეთივით გვანან ერთმანეთს, არამედ ერთდროულად გათხოვდნენ და დაფეხმძიმდნენ 34 წლის ამერიკელმა ტყუპმა რეიჩელმა და რებეკამ საქმით დაამტკიცეს, რომ იდენტურ ტყუპებს შორის ძლიერი კავშირი არსებობს. ისინი არა მარტო წყლის ორი წვეთივით გვანან ერთმანეთს, არამედ ერთდროულად გათხოვდნენ და დაფეხმძიმდნენ. მართალია რეიჩელს ბეკიზე 2 კვირით ადრე უნდა ემშობიარა. თუმცა 13 აგვისტოს ექიმებმა გადაწყვიტეს, ხელოვნურად გამოეწვიათ მშობიარობა და დაიწყეს პრეპარატების შეყვანა. სამშობიარო პროცესი აქტიურ ფაზაში არ გადადიოდა. მაშინ დები მიხვდნენ, რომ ერთად უნდა ყოფილიყვნენ და ერთმანეთს მორალურად დახმარებოდნენ.
ბეკი მივიდა სამშობიაროში, სადაც რეიჩელი მშობიარობდა, ჩაკიდა ხელი და მოხდა სასწაული - მაშინვე დაეწყო რეიჩელს მშობიარობა. დები ერთმანეთის გვერდითა პალატებში იწვნენ. 15 აგვისტოს რეიჩელმა გააჩინა ბიჭი - უილიამი.
ბეკის პრობლემები შეექმნა მშობიარობის დროს. დადგა 16 აგვისტო და ბავშვი ვერ იბადებოდა. მაშინ მედდებმა რეიჩელი და პატარა უილიამი ბეკისთან - სამშობიარო ბლოკში შეიყვანეს, რათა მას თავისი დისშვილი დაეჭირა ხელში. ისევ მოხდა სასწაული - 24 წუთში ბეკის საშვილოსნო გაიხსნა და გაჩნდა ენდი.
დისშვილები 20 წუთის შუალედით დაიბადნენ. "ბედნიერებაა, როდესაც ტყუპისცალი და გყავს. მაგრამ ის, რაც ჩვენ შეგვემთხვა, ნამდვილი სასწაული იყო", - დაწერა რეიჩელმა Facebook-ზე.