8 თვის ორსულია და მეუღლე ხატებს ყიდის და თვითონ მოწყალებას აგროვებს სამშობიაროში გადასახდელად ეს ქალბატონი ბევრს უნახავს. სოციალურ ქსელში გავრცელდა მის შესახებ ინფორმაცია:
”ის პატარა ბიჭს ელოდება... 8 თვის ორსულია და მეუღლე ხატებს ყიდის და თვითონ მოწყალებას აგროვებს სამშობიაროში გადასახდელად (სრულად არ ფინანსდება,ალბათ მოგეხსენებათ)... ვისაც რა შეგვიძლია, მეგობრებო, ჩვილის ტანსაცმელი იქნება, პამპერსები თუ ნებისმიერი რამ, რაც პატარას გამოადგეს, იქნებ დავეხმაროთ: 557653633 - ეს მისი ნომერია”.