თურქეთში გარდაცვლილი ქართველი ქალი ოჯახმა არ გადმოასვენა - „როცა ხელფასს იღებდა, მაშინ ხომ უნდოდათ დედა!“ დღეს საკმაოდ დიდი გამოხმაურება გამოიწვია ამბავმა თურქეთში გარდაცვლილ ქართველ ქალზე, რომლის გადმოსვენებაზე მისმა შვილებმა თქვეს უარი. ამის შესახებ "ალია" წერდა ინტერნეტმომხმარებელ შოთო სიხარულიძის ინფორმაციაზე დაყრდონიბით, რომელიც ქართველ ემიგრანტებს ეხმარება:
„გარდაცვლილ ქართველ ემიგრანტს თურქეთში ტოვებენ... შვილებმა უარი თქვეს საქართველოში ჩამოსვენებაზე და დაკრძალვაზე... სიტყვები არ მყოფნის ეს რა გავიგე...“
სიხარულიძე მარინა აბულაძის მიწერილ ტექსტს ასაჯაროვებს, რომელიც ლარისა აბულაძის ცხედრის პატრონობას სთხოვს: „ბატონო შოთო, რომ არ მოწერო ალბათ გავგიჟდები ამ საწყალი ქალის ცოდვით. როცა ხელფასს აიღებდა, მაშინ დედა ხომ უნდოდათ, დაიღუპა ქალი და დატოვეს თურქეთში შვილმა და სიძემ... .ნათესავებმა.... ეს რა უბედურებაა, ხალხო, შვილებს რატომ აღარ უნდათ მშობელი. დაგვეხმარეთ, შენ ხარ ჩვენი ერთდერთი იმედი და არ დატოვოთ ეს ადამიანი თურქეთის მიწაზე დასამარხად, გემუდარები შვილო. მარინა აბულაძე.“ (იხილეთ სრულად).
როგორც კომენტარებიდან გაირკვა, შვილებმა იმიტომ თქვეს უარი დედის გადმოსვენებაზე, რომ ის თურქზე იყო გათხოვილი...
ამ ფაქტს მოგვიანებით დიზაინერი თამუნა ლეჟავა გამოეხმაურა:
"თურქეთში გარდაცვლილი ქალის გამო ვწერ ამ პოსტს, შვილებმა რომ გადმოსვენებაზე უარი თქვეს იმ არგუმენტით, რომ თურქზე იყო გათხოვილი თურმე...
ნუ მე ასეთებს ადამიანებად არ განვიხილავ, მაგრამ პოსტს დავწერ მაინც, რადგან მსგავს შემთხვევას უკვე გადავყრივარ პირადად.
მოკლედ კაი ხნის წინ ხდება ეს ამბავი, ჩემი ქმრის (აწ უკვე ყოფილის ) სახლთან ერთ-ერთი ოჯახი ცხოვრობდა ავლაბარში. დედა, ხანდაზმული ქალბატონი, შვილით, რძლით, შვილიშვილით და მისი ახალგაზრდა ცოლით. 90-ანები თავდებოდა და გასაჭირი იყო წარმოუდგენელი. ამ ხანდაზმულ ქალს შვილმა მოსთხოვა მათხოვრობა, ფული არ გვაქვს და შემოიტანეო, მოხუცი ხარ, ხალხს შეებრალები და მოგცემენო. წავიდა ეს მოხუცი სამათხოვროდ და ამ ბრბოს შენახვა დაიწყო. ერთი თვე, ორი, სამი... მეტი... ამოისუნთქეს! მერე შვილმა უთხრა, რომ ადრე ამთავრებ მათხოვრობას, უფრო გვიანობამდე დარჩი, მეტი ფული გვჭირდება, არ გვყოფნის, ხომ ხედავო.
ეს მოხუციც დარჩა ქუჩაში გვიანობამდე, დაღამებამდე სახლში არ შედიოდა... ერთხელაც უბრალოდ არ დაბრუნდა სახლში! დილისკენ დარეკეს სახლის ნომერზე და უთხრეს ამ პირუტყვების ოჯახადწოდებულ ბრბოს უფროსს - ქალაქში ხანდაზმული ქალის გვამი ვიპოვნეთ და ჩანთაში არსებული დოკუმენტების მიხედვით შეიძლება, რომ დედათქვენი იყოს. მობრძანდით ქალაქის მორგში ამოცნობაზეო. მე სახელსაც ვერ ვპოულობ (პირუტყვი ცოდოა ამასთან შესადარებლად) წაეთრა მორგში და საკუთარი დედა უბრალოდ არ ამოიცნო, არაა დედაჩემი, რაღაც შეცდომააო - მოგვიანებით როცა საქმე გასკდა და უბანმა წიხლქვეშ გაიგდო, ასეთი არგუმენტი დადო - არ მქონდა მისი დასამარხი ფული და რა მექნა? სახელმწიფოს დაემარხა როგორც უპოვარიო...
ეს ყოვლად დაცემული არაადამიანი... მერე სამეზობლომ ოპერატიულად შეკრიბა ფული და ეს საცოდავი ქალი დაასაფლავა...
არ მიკვირს არაფერი...
და ამ ამბის მერე მათხოვრებსაც იშვიათად ვეხმარები, რადგან ვიცი, რომ ეს ბიზნესად ქცეული თემაა. და ნებისმიერი მოხუცის უკან უსაქმური, უზნეო ტიპების მთელი ბრბო შეიძლება იდგეს!
პ.ს. ის ცხონებული ქალი თურქზე რომ იყო გათხოვილი, ამ დედანატირები შვილებისთვის ქონება რომ დაეტოვებინა, "პასმერტნა" ხომ ჩამოასვენებდნენ ცრემლის ღვრით?! ფუფ!"