ზემო ფონიჭალაში ბაგა-ბაღის მეორე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა ზემო ფონიჭალაში ბაგა-ბაღის მეორე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა
ზემო ფონიჭალაში, 206-ე ბაგა-ბაღის მეორე სართულიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა.
მათივე ინფორმაციით, ბავშვი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.
ბაგა–ბაღის დირექტორის მარინა გოგოლაძის განცხადებით, ბავშვს მანამდეც ჰქონდა მსგავსის ჩადენის მცდელობა.
"ბავშვი იყო ინკლუზიური და ყოველდღე ცდილობდა გადმოხტომას". დღეს დააგვირგვინა",– აღნიშნავს დირექტორი "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას.
მისივე ინფორმაციით, "ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და გადარჩა".
რა მოსდის სხეულს სიმაღლიდან გადმოვარდნისას და როდის აქვს გადარჩენის შანსი