თელაველ ცოლ-ქმარს სამი გოგონას შემდეგ სამი ვაჟი შეეძინა - მშობლები

თელაველ ცოლ-ქმარს სამი გოგონას შემდეგ სამი ვაჟი შეეძინა

2017-09-30 14:12:57+04:00

ერთი ვაჟის მოლოდინში 6 შვილის მშობლები გახდნენ ახალგაზრდა წყვილს - ნათია ლეფსვერიძეს და დათო ქიტაშვილს რამდენიმე დღის წინ ტყუპი ვაჟი შეეძინათ, თანაც ერთდროულად სამი! მშობლებს სამი გოგონა ჰყავთ, ერთი ვაჟის მოლოდინში კი ერთდროულად 6 შვილის მშობლები გახდნენ.

პატარების შესახებ ინფორმაცია ღუდუშაურის კლინიკის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა:

"სამმაგი ბედნიერება ქიტაშვილების ოჯახში! 3 გოგონას შემდეგ ვაჟის მოლოდინში, 3 ტყუპი - ნიკა, ილია და გიორგი მოევლინა ქვეყანას!", - ვკითხულობთ ღუდუშაურის კლინიკის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.