ეს დედა მიიჩნევს, რომ ყველაზე ცუდი მშობელია... სკოლის მოსწავლის დედამ ელენა სკაჩკომ Facebook-ზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელსაც ბევრმა მშობელმა დაუჭირა მხარი. პოსტს ათასობით გაზიარება და ასეულობით კომენტარი ერთვის.
გთავაზობთ ამ პოსტს.
დიახ, ცუდი დედა ვარ!
არ მინდა საღამოობით შვილთან ერთად ვაკეთო დავალებები.
ჩემს შვილსაც არ უნდა საღამოობით გაკვეთილების მომზადება.
სხვა დრო ჩვენ არ გვაქვს.
თანამედროვე ცხოვრების რეჟიმი ასეთი აქვთ ბავშვებს: სკოლის შემდეგ (გაკვეთილების რაოდენობა 7-8) ყველა დამატებით გაკვეთილზე და სხვადასხვა სექციაზე მიდის. ქალაქის გრაფიკიდან გამომდინარე დაღლილი მშობლები 20.00 საათზე ბრუნდებიან სამსახურიდან. ოჯახის წევრებს აქვთ ელემენტარული სურვილი ერთმანეთთან ურთიერთობისა, დღის მოვლენების გაზიარებისა და ხვალინდელი დღისთვის მომზადებისა. სანატრელი მდგომარეობაა ერთად ფილმის ყურება ან საყვარელი წიგნის წაკითხვა.
მაგრამ არა, საშინაო დავალება ხომ უნდა გავაკეთოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში დღიურში ისევ გაჩნდება წითელი კალმით ჩანაწერი: "არ აქვს მომზადებული გაკვეთილები", მე კი, როგორც დედას, დანაშაულის გრძნობა შემაწუხებს.
კარგით ბატონო, ცუდი დედა ვარ.
მეამბოხე შვილი მყავს.
მას არ სურს დავალებების შესრულება.
მე კი არ შემიძლია თავზე დავადგე და "ვიყეფო"ძაღლივით...
იმიტომ, რომ ბევრს ვმუშაობ.
იმიტომ, რომ ძალიან ვიღლები.
იმიტომ, რომ აღარ მახსოვს მე-8 კლასის მათემატიკა.
იმიტომ, რომ დილისთვის უნდა მოვხარშო წიწიბურა და გამოვაცხვო ოლადები, რომლებიც ყოველთვის არ გამომდის.
იმიტომ, რომ ქმარს უნდა მოვეფერო.
იმიტომ, რომ საღამოობით ზოგჯერ გვაქვს შეხვედრები.
იმიტომ, რომ დასვენების დღეებში აგარაკზე მივდივართ.
იმიტომ, რომ უბრალოდ საღამოობით დასვენება მჭირდება.
დიახ, ცუდი დედა ვარ- ბევრი ასე იტყვის ჩემზე.
მე ბავშვები გავჩინე. იყო მშობელი - დიდი შრომა და პასუხისმგებლობაა.
მთელი ცხოვრება ვშრომობ.
მინდა,რომ ჩემი შვილები იყვნენ ჯანმრთელები, ჩაცმულ- დახურულები, სკოლის გარდა რაიმე წრეზე იარონ, იყვნენ მხიარულები, ზღვაზე დაისვენონ და იყვნენ ჩემი მეგობრები.
ამიტომ არ მინდა საღამოობით ვაკეთო დავალებები.
მინდა უბრალოდ ვისაუბრო ბავშვებთან!
იმიტომ რომ ვთვლი, რომ ბავშვები - სიხარულია.
საღამო - ბედნიერების დროა და არა ჩხუბისა და დავიდარაბის.
ღმერთო, როდის იქნება, რომ აღარ მისცემენ ბავშვებს საშინაო დავალებებს ისე, როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში?
რატომ არ შეიძლება გაკვეთილების დაყოფა- თეორიად და პრაქტიკად?
რა საჭიროა ამდენი ამოცანის ამოხსნა...
21-ე საუკუნემ დააჩქარა და შეცვალა ცხოვრება.
რატომ არ შეიძლება იმის გათვალისწინება, რაც ფინელებმა გააკეთეს?
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე{{ArticleSplitCont}}
დიახ, ცუდი დედა ვარ.
ჩემს შვილს არ სურს დავალებების შესრულება სახლში.
მოკლედ, რაც გინდათ ილაპარაკეთ, მაგრამ მე კარგი დედა ვარ და მიყვარს ჩემი არც ისე "მარტივი"შვილი.
ვიცი, რომ საზოგადოების თვალში მაინც ცუდი დედა ვარ, ჩემი შვილი კი მეამბოხე მოზარდი.
ასეთებად გვხდის ჩვენი განათლების სისტემა. მე არ მაქვს პრეტენზიები ჩვენი სკოლის მიმართ. ის სამაგალითო სკოლაა. სწორედ მაშინ, როდესაც იქ ვმუშაობდი 100 წლის წინ -ვამბობდი, რომ სწავლების სისტემა მთლიანად შესაცვლელი იყო. აი მაშინ კი ნამდვილად საინტერესო და სახალისო გახდება სკოლაში სიარული.
ამატებენ-აკლებენ საგნებს, წელავენ სწავლის დროს, იგონებენ უსარგელო სახელმძღვანელოებს.
სწავლების პროგრამა შეადგინეთ ისე, რომ მთელი საღამო ბავშვმა სამეცადინო მაგიდასთან არ გაატაროს.
რომ ასეულობით დედ-მამამ ცუდ მშობლებად არ იგრძნონ თავი.
საზიზღარ მოზარდებს კი ერთი მიზეზით ნაკლები ექნებათ ბუნტის მოსაწყობად.
ახლა კი დაიწყეთ კრიტიკა და ჭკუის სწავლება, გელოდებით... ცუდი დედა ვარ და ყველაფერ ცუდს ვიმსახურებ...