"გოგოს ვათხოვებ, ქორწილი გვაქვს" - ინგა გრიგოლიას ქალიშვილი თხოვდება
"გოგოს ვათხოვებ, ქორწილი გვაქვს" - ინგა გრიგოლიას ქალიშვილი თხოვდება
ტელეწამყვან ინგა გრიგოლიას ერთადერთი ქალიშვილი მარიამ გრიგოლია ზაფხულში დაინიშნა, რასაკვირველია ამ ამბავს ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია (იხილეთ ფოტოები). გრიგოლიების ოჯახი გამეზარდაშვილების ოჯახს დაუნათესავდა. მარიამის რჩეული ნიკა გამეზარდაშვილი გახლავთ, რომელიც საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსის შვილია.
მოკრძალებული ნიშნობის შემდეგ, წყვილმა ქორწილის გადახდა გადაწყვიტა. ზუსტად ერთ კვირაში მარიამი და ნიკა ოფიციალურად დააკანონებენ ურთიერთობას. ამ მნიშვნელოვანი თარიღის მოახლოებასთან ერთად, რასაკირველია იმატებს მღელვარებც. საკუთარი ემოციების შესახებ ინგა სოციალურ ქსელში წერს:

"ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი
კვირა მეწყება ორშაბათიდან. გოგოს ვათხოვებ, ქორწილი გვაქვს. ასე არასდროს მიღელვია, როგორც ახლა... ეს რა უცნაური განცდა ყოფილა -მზადება ერთადერთი შვილის ქორწილისთვის.
p.s. იმ კვირაში ყველაფერი მეპატიება, ყველაზე სულელური გადაცემაც კი".
თეკლა ჟვანია
8605
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```