14 წლის ბიჭმა დედის თვალწინ თავი მოიკლა - ვარაუდობენ, რომ "ლურჯ ვეშაპს" ქართველი მფარველებიც ჰყავს
14 წლის ბიჭმა დედის თვალწინ თავი მოიკლა - ვარაუდობენ, რომ "ლურჯ ვეშაპს" ქართველი მფარველებიც ჰყავს
1 / 2
Next
14 წლის ნიკა ბულაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დედისა და 10 წლის დის თანდასწრებით 2 თვის წინ დაასრულა. მოზარდი დღის 4 საათზე მე-14 სართულიდან გადახტა.

გარდაცვლილის ოჯახი დარწმუნებულია, რომ არასრულწლოვანს ემუქრებოდნენ. ბულაშვილები გამოძიების შედეგებს ელოდებიან, პარალელურად კი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიმართავენ - ისინი ილია მეორეს სთხოვენ კურთხევას მართლმადიდებლური წესით წესის აგებაზე.
ბულაშვილები ამბობენ, რომ საშიშ ინტერნეტ თამაშის “ლურჯი ვეშაპს” საქართველოში მფარველები ჰყავს.

– 2 ოქტომბერს უკვე ორმოცია, ვთხოვთ პატრიარქს, მოგვცეს კურთხევა, – ამბობს
გარდაცვლილის დედა.

მოზარდის მშობლები დარწმუნებულები არიან, რომ ბავშვის მეგობრებმა იციან, ვისგან მიიღო მათმა შვილმა სასიკვდილო დავალება.

– იციან, თუმცა მალავენ. თვითმკვლელობამდე 4 დღით ადრე სწორედ მათი დარეკვის შემდეგ ჩადიოდა ქვემოთ. ეტყობა, მათაც ემუქრებიან და ისე ალაპარაკებენ, როგორც არიგებენ, - აცხადებს ნიკას ბებია.

მისი თქმით, სამართალდამცველებმა 14 წლის მოზარდის კუთვნილი ტელეფონი წაიღეს, თუმცა დამატებით ინფორმაცია არავის მიუწოდებია.

იხილეთ ვიდეო

გარდაცვლილის დედა ვარაუდობს, რომ მოზარდმა საშიში ინტერნეტთამაშის თამაშს თავი დაანება, რის შემდეგაც მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელეს.
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
1 / 2
Next
21022
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
Nita
0
გააკონტროლეთ თქვენი შვილები ინტერნეტში. თუ არ იცით როგორ, IT სპეციალისტებს მიმართეთ! და სართოდ, მეტი ეკონტაქტეთ, მეტი ესაუბერთ. რომ იცოდნენ ამ თამაშის რეალური მიზანი და მიზეზები, არც შეშინდებოდნენ. ბავშვი გახსნილი უნდა იყოს მშობლეთან.
14:14 / 05-10-2017
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?