ბევრი დამესხა თავს, ვერ გაიგეს ყველაზე მთავარი ჩემს მიდგომებში შვილთან" კრისტალ ლოუვერი ორი შვილის დედაა, რომელიც არ ჩქარობს ბავშვისთვის კითხვის სწავლებას. ერთხელ მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, სადაც თვითონ და თავისი 5 წლის ბიჭუნაა აღბეჭდილი. ფოტოს ქვეშ დაწერა პოსტი.
"მე არ ვასწავლი ჩემს 5 წლის შვილს კითხვას. ჩვენ ერთად ბევრს ვკითხულობთ. ვიყავით ვილი ვონკას შოკოლადის ქარხანაში, წავიკითხეთ "ჰარი პოტერის" 170 გვერდი, ერთად ვსაუბრობთ პერსონაჟებზე.
მე არ ვასწავლი კითხვას. ის ძალიან დაკავებულია სხვა საქმეებით.
ის სწავლობს ჯანმრთელ კონკურენციას: საბავშვო მოედანზე მოთმინებით ელოდება თავის რიგს, არ ბრაზდება, თუკი თავისი და მას დაასწრებს "დასტუკებას". სწავლობს ვარჯიშს, დასდევს ძაღლს, ძვრება კიბეზე, ცეკვავს (კარგად) და დადის კარატეზე. მას გამოადგება თავისი ძლიერი სხეული, ამიტომ ავარჯიშებს კუნთებს და არ ზის მთელი დღე მაგიდასთან. ის უვლის და უფრთხილდება თავის ნივთებს. იცის, რა დაემართება წიგნს, თუ წვიმის ქვეშ დატოვებს, პლასტელინს - რომელსაც არ დააფარებს თავზე სახურავს.
სწავლობს გაფერადებას, კუბებით აშენებს კოსმოსურ ხომალდს.
ის სწავლობს ეკოსისტემას. ათვალიერებს ხოჭოებს, ყვავილებს და წყლის გუბეებს. ხედავს, როგორ ცხოვრობენ ერთად ცხოველები და მცენარეები.
ის სწავლობს ბოდიშის მოხდას, პატიებას.
ყოველდღიურად ის ბევრ რამეს სწავლობს, ოღონდ არა კითხვას.
მართალია, მას სკოლაში მისვლისას არ ეცოდინება "მოწინავე უნარებით" ნასწავლი კითხვა, სამაგიეროდ, ექნება გაცილებით მნიშვნელოვანი ცოდნა:
მეგობრობა, ეცოდინება სხვების მოსმენა, შეეძლება პრობლემების გადაჭრა და მრავალი სხვა.
არიან ბავშვები, რომლებსაც ვერ შეაფასებთ სტანდარტული ტესტებით. ჩემს შვილს ახლა გაცილებით მნიშვნელოვანი საქმიანობა აქვს კითხვასთან შედარებით".
სამწუხაროდ, ყველამ ვერ გაიგო რისი თქმა მინდოდა. ერთ-ერთ ჟურნალში სტატიაც გამოვიდა სათაურით: "კრისტალ ლოუვერი: "მე არ ვასწავლი 5 წლის ბავშვს კითხვას".
სიტყვა, რომელიც მათ დაავაწყდათ იყო - "ჯერ". მე ვთქვი, რომ ჯერ არ ვასწავლი ბავშვს კითხვას. ათასობით ინტერნეტ-ტროლი დამესხა თავს და შეურაცხმყოფელი სიტყვებით "შემამკო". ის კი არ იციან, რომ მე და ჩემმა ქმარმა შვილთან მუშაობა 18 თვის ასაკში დავიწყეთ. ამის ვიდეოჩანაწერიც მაქვს.
ერთხელ გამოვუტყდი ჩემს თავს, რომ ამ ყველაფერს ვაკეთებდი იმიტომ, რომ შემდეგ მეამაყა. შემდეგ ჩვენ შევცვალეთ ჩვენი მიდგომა.
ვიცი, რომ ოდესმე ჩემი ბიჭი გახდება კარგი მკითხველი. ამასთან, მე ვასწავლი მას რომ იყოს კეთილი, ყურადღებიანი, მზრუნველი. არა ისეთი, როგორც ტროლი-ანონიმები ინტერნეტიდან".