"საფლავზეც იშვიათად დავდივარ, იმიტომ რომ..." "პროფილის" მორიგი გამოშვება მაია ასათიანმა წარმატებულ ქალებს მიუძღვნა და მათთან ერთად, თავადაც გააკეთა რამდენიმე კომენტარი თავსი ცხოვრებასა და წარსულზე. ინგა გრიგოლიასთან საუბრისას მაიამ უარყო გავრცელებული ჭორები მისი ორსულობის შესახებ, ხოლო ინგას შეკითხვას, აქვს თუ არა ახლა ტელეწამყვანს პირადი ცხოვრება, ემოციური პასუხი გასცა:
"პირადი მაქვს. ეს ბვრ აზრთა სხვადასხვაობას გამოიწვევს, მაგრამ მინდა საზოგადოებას ვუთხრა. ბოლო დროს გაჩნდა თემა, რატომ ვაგრძელებ ცხოვრებას. სოციალურ ქსელში დავდე ფოტო, როგორ ვისვენებდით მე და დედა, სადაც მე შორტები მაცვია. და ადამიანებმა, მათ შორის ჩემმა კოლეგა ჟურნალისტებმაც დაიწყეს ჭორაობა, თუ რატომ მაცვია შორტები... ზაფხულში... როგორ ვბედავ და ვისვენებ და ა.შ. მე რაც მჭირს, ეს არის სამუდამო. მე არ მინდა, ამ ტრაგედიით ვინმე დავამძიმო და დავთრგუნო... შვილმკვდარ დედებს აქვთ უმძიმესი შავი აურა. მე არ მინდა, რომ სხვა გრძნობდეს ჩემს ამ მძიმე აურას. დაცემული და მოტირალი მე არავის არ დავენახები. მიკვირს ძალიან, რატომ უნდა საზოგადოების ნაწილს, ყოველდღე მხედავდეს საფლავზე დაცემულს. საზოგადოებას უყვარს უბედურები. და საზოგადოებას უნდა, რომ მე ვიყო საფლავზე დამხობილი, მაგრამ ეს არ უნდა ჩემს შვილს. თუ რამეს ვაკეთებ, თუ ცხოვრებას ვაგრძელებ, ეს არის ნუცასთვის, იმიტომ, რომ მუდმივად მაქვს განცდა (შეიძლება გიჟი გეგონოთ), რომ ის ჩემთან არის. დედაშვილობა არ მთავრდება სიკვდილით. მე ეს ვიცი ზუსტად და ჩვენ ისევ ერთად ვართ. სულ მაქვს განცდა, რომ ის აქ არის და მას არ მოვეწონები შავებში ჩაცმული. მე ვტირივარ, მაგრამ ამას ვერავინ ვერ ხედავს. და ვცდილობ იშვიათად ვიტირო, იმიტომ რომ ეს მე მანგრევს. საფლავზეც იშვიათად დავდივარ, იმიტომ რომ იქ ვხდები ძალიან ცუდად. არ ვიცი ამას უნდა ვამბობდე თუ არა, მაგრამ იქ არ მივდივარ იმიტომ, რომ იმ მომენტში, როცა იქ ვარ, მიპყრობს პანიკა და მიჩნდება სურვილი, საფლავი გავთხარო და იქ ვიწვე. ამ მდგომარეობაში ჩემი თავი მძულს.
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე და დაათვალიერეთ ფოტოები
{{ArticleSplitCont}}
მე დღეს თეთრი მაცვია, საგანგებოდ მაცვია თეთრი. იმიტომ, რომ ნუცამ მითხრა ასე. მე შვილმკვდარი დედა ვარ, მაგრამ მე ცოცხალი ვარ. და მინდა ვიყო ბედნიერი. ყველა მოვკვდებით, იქ ყველა წავალთ. და ახლა კაცობრიობის მთავარი შიშის წინაშე მე ვარ თავისუფალი. მე სიკვდილს ველოდები, როგორც ჩემი ცხოვრების მთავარ შეხვედრას, იმიტომ რომ ვიცი, იქ ნუცაა. და მანამდე და მანამდე რამდენიც მაქვს დარჩენილი, ვიცხოვრებ, როგორც ადამიანი. დედაშვილობა სიკვდილით არ მთავრდება... და ცხოვრებას ყოველთვის აქვს აზრი..."