”ორივეს 7-7 დედმამიშვილი ჰყავს” - დიმიტრი ლორთქიფანიძემ უფროსი ქალიშვილი გაათხოვა - მშობლები

”ორივეს 7-7 დედმამიშვილი ჰყავს” - დიმიტრი ლორთქიფანიძემ უფროსი ქალიშვილი გაათხოვა

2017-10-06 07:55:32+04:00

მორაგბე საქმრომ საცოლეს ხელი რაგბის მატჩზე სთხოვა (ქორწილის ფოტოები) ქართველი პოლიტიკოსი, იურისტი დიმიტრი ლორთქიფანიძე, როგორც ცნობილია, 8 შვილის მამაა. სულ ახლახან მან უფროსი ქალიშვილი - ელენე გაათხოვა. როგორც გაირკვა, ელენესავით მისი საქმროს ოჯახიც 8-შვილიანია.

”ელენეს და სანდროს ბედნერების დღე! ჯვრისწერამდე ერთი საათით ადრე მისმა უწმინდესობამ დალოცა და აკურთხა ახლადშექმნილი ოჯახი! ორივეს ხომ შვიდ - შვიდი დედმამიშვილი ჰყავს!) ღმერთმა დაგლოცოთ!” - დაწერა ბატონმა დიმიტრიმ.

აღსანიშნავია, რომ წყვილმა ცოტა ხნით ადრე მიიქცია საზოგადოების ყურადღება. საქმე ისაა, რომ სანდრო მერკვილიშვილი მორაგბეა და საცოლეს ხელი სწორედ რაგბის მოედანზე სთხოვა, ერთ-ერთი მატჩის დაწყებამდე (იხილეთ ვიდეო).

mshoblebi

mshoblebi

mshoblebi

mshoblebi

ლორთქიფანიძეები. 2010 წელი. მერვე შვილის დაბადებამდე.