მარიამს კაბა ანუკი არეშიძემ შეუკერა როგორც იცით, ინგა გრიგოლიას ქალიშვილი მარიამ გრიგოლია გათხოვდა და ქორწილიც ჰქონდა. მარიამის რჩეული ნიკოლოზ გამეზარდაშვილია, ყოფილი მაღალჩინოსნის ვაჟი.
ქორწილში მარიამს დედა უმშვენებდა გვერდს. ანუკი არეშიძის მიერ შეკერილი თეთრი კაბით იწონებდა თავს და საკმაოდ სოლიდურ სტუმრებთან იღებდა ფოტოებს.
ტელეწამყვან ინგა გრიგოლიას ერთადერთი ქალიშვილი მარიამ გრიგოლია ზაფხულში დაინიშნა, რასაკვირველია ამ ამბავს ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია. გრიგოლიების ოჯახი გამეზარდაშვილების ოჯახს დაუნათესავდა. მარიამის რჩეული ნიკა გამეზარდაშვილი საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსის შვილია.
მოკრძალებული ნიშნობა წყვილმა გრანდიოზული ქორწილით დააგვირგვინა.
საკუთარი ემოციების შესახებ ინგა სოციალურ ქსელში წერდა:
"ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი კვირა მეწყება ორშაბათიდან. გოგოს ვათხოვებ, ქორწილი გვაქვს. ასე არასდროს მიღელვია, როგორც ახლა... ეს რა უცნაური განცდა ყოფილა -მზადება ერთადერთი შვილის ქორწილისთვის.
ფოტოების სანახავად გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
{{ArticleSplitCont}}