’’ჩემს შვილს 700-დოლარიანი საწოლი ვუყიდე, მაგრამ დედამთილმა აკვანში ჩააწვინა და იმ დღიდან დავისვენეთ...’’
’’ჩემს შვილს 700-დოლარიანი საწოლი ვუყიდე, მაგრამ დედამთილმა აკვანში ჩააწვინა და იმ დღიდან დავისვენეთ...’’
დედების უმრავლესობამ დიდი ხანია აური თქვა ბავშვის დასაძინებელ საშუალებად აკვნის გამოყენებაზე. გარდა იმისა, რომ დღეს ჩვილებისთვის თანამედროვე საწოლების ფართო არჩევანია, სხვა ბევრი მიზეზიც სახელდება, რის გამოც შეიძლება მშობელებმა უარი თქვან აკვნის გამოყენებაზე. წლების წინ სპეციალისტებმა თითქოს დაარწმუნეს საზოგადოება, რომ აკვანი ბავშვის ჯანმრთელობისთვის არ არის სასარგებლო. თუმცა რა ხდება სინამდვილეში?

ცოტა ხნის წინ ერთგვარი გამოკითხვა ჩავატარეთ ფეისბუქზე, დედების ჯგუფში, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდათ აკვნის მიმართ. აზრები ორად გაიყო:

მოწინააღმდეგეების კომენტარები:
’’როგორ არიან აკვანში ჩაკრულები, ღმერთო ჩემო, ამის ყურება არ შემიძლია. აკვანში ბავშვები
ისტრესებიან.’’

’’აკვანში ბავშვი ძალიან მემარაზმება.’’

’’კარგი და კომფორტული მშობლისთვის იყო, ბავშვებისთვის, არა მგონია. ვინც შემეწინააღმდეგება, მოსინჯოს გაკოჭილი ყოფნა ერთ პოზიციაში მთელი ღამე და დარწმუნდება, რომ სიმართლეს ვამბობ. ჩემი პატარები კვირების იყვნენ, პოზიციას რომ იცვლიდნენ ძილში. თავისუფლად უნდა იყოს ბავშვი და არა გაკოჭილი”.

"აკვანი არის ბრტყელი თავი, ნჯღრევისგან დაბრეცილი თვალები... და რამდენი იხრჩობოდა თავისივე ამოღებულ საჭმელში, რომ ვერ ბრუნდებოდნენ გვერდზე..."

თუმცა აღმოჩნდა მეორე მხარეც, რომელიც არა მხოლოდ იწონებდა აკვანს, არამედ დღესაც აქტიურად იყენებს:

’’მე ძალიან მომწონს აკვანი. ჩვენი წინაპრები აკვანში იზრდებოდნენ და არა მგონია ამის გამო რამე სიმახინჯე და დეფექტი ჰქონოდათ”.

’’მე ჩემს შვილს 700-დოლარიანი საწოლი ვუყიდე, მაგრამ სუვენირად დავდგი, რადგან დღე და ღამეს მათევინებდა... ბოლოს
დედამთილმა მითხრა, აკვანი ვცადოთო და იმ დღიდან დავისვენეთ მეც და ბავშვმაც’’.

’’მეც აკვანში გავზარდე შვილები, მაგრამ შვილიშვილები - ვერა’’.

"ჩემი დედამთილი აწვენს პატარას ხშირად აკვანში და საათობით სძინავს, როცა აკვანშია’’.


ალბათ საინტერესოა, კიდევ ერთხელ გავიგოთ სპეციალისტების მოსაზრება ამ საკითხზე.
რამდენად საზიანოა ან სასარგებლოა ჩვილისთვის აკვანში წოლა. წარმოადგენს თუ არა იგი ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის საფრთხეს, თუ უბრალოდ მშობლების სურვილის გამო ხდება მასზე უარის თქმა? აღნიშნულ კითხვებზე პასუხის მისაღებად mshoblebi.ge პედიატრ ინგა მამუჩიშვილს დაუკავშირდა:
mshoblebi
- საფრთხეს უქმნის თუ არა აკვანი ჩვილის ჯანმრთელობას ?
- აკვანი მონღოლების მიერ არის შემოღებული, რადგან მომთაბარეები იყვნენ, აკვანს ბავშვის გადასაადგილებლად იყენებდნენ, გადაჭერილი არტახებით ფაქტობრივად დაბმული ჰყავდათ ბავშვები აკვანში. არავითარი სარგებლობა აკვანს არ მოაქვს. აკვნის ხმარება კატეგორიულად არ შეიძლება! იგი იწვევს ბავშვის სხეულის ჩონჩხის დეფორმაციას. ბავშვი უნდა იყოს თავისუფალ მდგომარეობაში თავიდანვე. მოძრაობა მისი უნდა იყოს შეუზღუდავი. ბავშვის აკვანში ყოფნით, ჩვენ ფაქტობრივად ვზღუდავთ მის ფიზიოლოგიას. ბავშვს უოფლიანდება სხეული, უოფლიანდება თავი, ეწყებათ თმის ცვენა, უვითარდება ალოპეცია ( თმის საფარველის დაკარგვა), ხელს უშლის კალციუმის წარმოქნას და იწვევს D ვიტამინის ნაკლებობას. ასევე ხელს უწყობს რაქიტის განვითარებას. ჩემთვის, როგორც პედიატრისთვის, აკვნის გამოყენება აბსოლუტურად მიუღებელია.

- ბავშს აკვანში უკეთ სძინავს... რას იტყვით მშობლების ასეთ არგუმენტზე?

- ამის მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ ბავშვი ვერ ახერხებს საკუთარი თავის გაღვიძებას, რადგან შემთხვევით სახეს ვერ ეხება ხელებით. აკვანში ბავშვის გაზრდა ნიშნავს იმას, რომ ბავშვს ჩვენ თავიდანვე ვზრდით მონად და ამ პერიოდიდან მოყოლებული ის ხდება ფსიქოლოგიური კომპლექსების მატარებელი. ამაზე ფსიქოლოგებიც აქტიურად საუბრობენ.

- ასაკოვანი ადამიანები, რომლებიც იყენებდნენ აკვანს, ამბობენ, რომ ბავშვისთვის რაიმე დეფექტების გამოწვევი არ არის...
- იყო დეფექტები. როგორ არა. იმ თაობებში აღინიშნებოდა ძვალსახსროვანი სისტემების პათოლოგია, რაც არ არის გამორიცხული, რომ აკვნის გამოყებით იყოს გამოწვეული.
რუსკა კილასონია
32396
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (14)
რუსუდანი
0
აკვნის დამსახურებაა მასიურად დაბრტყელებული თავები რომ აქვთ მთელ თაობებს
23:04 / 22-10-2019
ეეე
0
ხალხნოოო აკვანი არსებობს ძველად იმისთვის რომ ომიანობის დროს ბავშვი უცბად და უსაფრთხოდ წაეყვანათ და არა იმიტომ რომ საუკეთესო საშუალება იყო გაზრდის, აკვანში დღეს ბავშვის ჩაწვენა არის მარაზმი, წინაპრები სანთელზე კითხულობდნენ, ჩააქრეთ შუქი და და გადადით საერთოდ გამოქვაბულში, ჩვენი წინაპრები ოდესმე ასე იყვნენ როგორ არ გეცოდებათ ბავშვი აკვანში
14:57 / 01-08-2019
მსგავსი სიახლეები