იხილეთ ფოტოები სამშობიაროდან მსახიობმა რუსკა მაყაშვილმა იმშობიარა. სოციალურ ქსელში სამშობიაროში შეკრებილი გახარებული გულშემატკივრების ფოტო ვრცელდება. წყვილს ბავშვის ფოტო ჯერ არ გაუსაჯაროვებია, თუმცა კომენტარებიდან ირკვევა, რომ მსახიობი ვაჟის დედა გახდა.
რუსკას მეუღლე სანდრო ნიჟარაძე ახლობლებისგან უამრავ მილოცვას იღებს. მსახიობი 40 კვირის ორსული იყო და მშობიარობა ცოტათი გადააცილა კიდეც.
რუსკა მაყაშვილი მთელი ორსულობის განმავლობაში აქტიურად ცხოვრობდა და არაერთ პროექტშიც იყო ჩართული. გაზაფხულზე ის მეგა-შოუ "X-ფაქტორის" წამყვანი იყო ვანიკო თარხნიშვილთან ერთად, ამჟამად კი "ნიჭიერის" ჟიურიში ვიხილავთ, რომელიც 16 ოქტომბრიდან დაიწყება.
შეგახსენებთ, რუსკა მაყაშვილი და მორაგბე სანდრო ნიჟარაძე 2015 წლის დეკემბერში დაქორწინდნენ.
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე და იხილეთ ფოტოები სამშობიაროდან
{{ArticleSplitCont}}
ნახეთ როგორ გამოიყურებოდა რუსკა ფეხმძიმობისას
{{ArticleSplitCont}}