„ვაი, თქვენს პატრონს, მართლა!"
ინგა გრიგოლიას შვილის ქორწილმა ერი და ბერი აალაპარაკა. ეს აჟიოტაჟი ძირითადად მოქმედი თუ ყოფილი მაღალჩინოსნების ქორწილში გამოჩენამ გამოიწვია (იხილეთ ფოტოები), ვიდრე სხვა დეტალებმა. როგორც აღმოჩნდა, ქორწილში მიწვეული პოლიტიკოსების სიმრავლემ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს აფიქრებინა, რომ ეს ფაქტი პირდაპირ ასახავდა ჟურნალისტის ობიექტურობას, რასაც პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანმა სოციალურ ქსელში მკაცრი სტატუსით უპასუხა:
„ბრმების, ყრუების და ცუდი ადამიანების გასაგონად ვწერ ამ სტატუსს, რომლებიც არც შვილის ქორწილს შეგარგებენ და არც – ბედნიერებას: ქორწილი შედგება პატარძლის და სიძის სამეგობროსგან, ოჯახისგან, ოჯახის ახლობლებისგან და კეთილმოსურნეებისგან. სხვა ადამიანებიც იყვნენ ნიკას და მაროს ქორწილში, არ გინახავთ?!. სხვა პოლიტიკური პოზიციის ადამიანები… ყველასი ძალიან მადლობელი ვარ, ვინც ამ ქორწილში იყო, მოვიდა, დაგვაფასა, სიძის თუ პატარძლის მხრიდან. ყველას მილიონ მადლობას ვუხდი… ყველას საგანგებო მადლობა გადავუხადე – ამა თუ იმ პოზიციის ადამიანს… თქვენ კი, ვინც ჩემს პროფესიულ ობიექტურობა-არაობიექტურობას უკავშირებთ ქორწილის სტუმრებს, გეტყვით ერთს:
{{ArticleSplitCont}}
ვაი, თქვენს პატრონს! თუ ძალიან გაინტერესებთ, უკვე დიდი ხანია, ბერა ჩემი შვილიშვილის ნათლიაა, ვგიჟდები, ისე მიყვარს ტასოს საყვარელი ნათლია, მაგრამ ეს ოჯახური ამბები ჩემს გადაცემებზე არ ასახულა, მგონი,“ – წერს გრიგოლია და იქვე, განმარტავს, რომ შვილის ქორწილზე მეტ კომენტარს არ გააკეთებს.
„ვაი, თქვენს პატრონს, მართლა!“ – ასე მთავრდება გრიგოლიას პოსტი.