დედისა და 2 ქალიშვილის სასაცილო ექსპერიმენტი დედამ 2 ქალიშვილი სუპერექსპერიმენტში მონაწილეობაზე დაითანხმა...
11 წლის ამელისა და 4 წლის პენის დედა საოცარ ფოტოებს იღებს ქალიშვილებთან ერთად და მათ "ინსტაგრამზე" ანთავსებს. ძირითადად, ფოტოგრაფი დედა შვილების მსგავს იმიჯს ირგებს და შედეგად მართლაც შთამბეჭდავ კადრებს იღებს.
დომინიკი აღიარებს: "თავდაპირველად შემთხვევით გამომივიდა ასეთი ფოტო: ერთ დილას შემთხვევით მე და პენის ერთნაირი, ზოლიანი მაისურები გვეცვა, შემდეგ ამელიც გამოვიდა თავისი საძინებლიდან ასეთივე მაისურში. გაგვეცინა და ამ ფაქტის აღსანიშნავად ფოტო გადავიღეთ. ამის შემდეგ მოგვინდა, სულ ახალ-ახალი ერთნაირი რაღაცები მოგვერგო და ფოტოები გადაგვეღო, რათა სხვა ადამიანებიც გაგვეხალისებინა".
იხილეთ ფოტოგალერეა