მწერები გუშინ ბაღის ხელმძღვანელმა შენიშნა აზიური ფაროსანას გამო, ბათუმის 23-ე საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყდა. ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის, ნატალია ზაქარეიშვილის განცხადებით, შენობაში სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება, სასწავლო პროცსესი კი ხვალაც შეწყვეტილი იქნება. მისივე თქმით, მწერები გუშინ ბაღის ხელმძღვანელმა შენიშნა.