მსახიობი რუსკა მაყაშვილიი ბიჭის დედა გახდა. მსახიობი რუსკა მაყაშვილიი ბიჭის დედა გახდა. მან "ჰერაში" იმშობიარა. რუსკა მაყაშვილმა და მისმა მეუღლემ, მორაგბე სანდრო ნიჟარაძემ, პატარას ილია დაარქვეს.
ოჯახში ახალი წევრის შემობრძანებაზე და შთაბეჭდილებებზე, "რეიტინგს" რუსკას დედა, მსახიობი თამრიკო მაყაშვილი ესაუბრა:
- რუსკამ ბუნებრივად იმშობიარა, პატარა 3კგ და 680 გ გაჩნდა. ერთი კარგი, ფითქინა ბიჭი გვყავს და ჩვენც და ნიჟარაძეებიც ძალიან გახარებულები ვართ. ყველაზე მეტად ნინუცას უხარია და დარბის გახარებული. რაც შეეხება ჩემს უმცროს ვაჟს და ნინუცას შვილს, ისინიც გახარებულები არიან. ელიზბარი გახარებულია და ამბობს კანფეტები უნდა ვუყიდოო.
იხილეთ რუსკას მიმართვა თაყვანისმცემლებისადმი, მშობიარობის შემდეგ
- სამშობიაროდან გაწერის შემდეგ, სად იცხოვრებს რუსკა პირველ ეტაპზე?
- როგორც წესია ჯერ ჩემთან იქნებიან. გამოცდილებიც ვართ თან, ბავშვების აღზრდაში. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ამიტომ რუსკა მალე დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმში მუშაობას.