ყველაზე კითხვადი
"ლეილა შემიყვარდა. ვუთხარი. მოკვდა სიცილით. მეწყინა და თითქმის გადაღების დასრულებამდე აღარ ველაპარაკებოდი"
"ლეილა შემიყვარდა. ვუთხარი. მოკვდა სიცილით. მეწყინა და თითქმის გადაღების დასრულებამდე აღარ ველაპარაკებოდი"
"ლეილა ძალიან ლამაზი გოგო იყო. გადაღებებზე რომ წავედით, შემიყვარდა. ვუთხარი. მოკვდა სიცილით. მეწყინა და თითქმის გადაღების დასრულებამდე აღარ ველაპარაკებოდი. მერე მოსკოვში, კინოფესტივალზე შევრიგდით. მას შემდეგ ვმეგობრობთ"

ნოდარ დუმბაძის გმირები­ მუდამ ემახსოვრება მკითხველს, მათი სცენასა თუ ეკრანზე განმასახიერებ­ლები კი განსაკუთრებულად უყვარს მაყურებელს. ამჯერად ფილმის, "მე ვხედავ მზეს", გმირის, სოსოიას როლის შემსრულებელ გელა ჭიჭინაძესთან მივდივარ. ის მთაწმინდაზე ცხოვრობს. შინ ოჯახის უფრ­ოსი, მისი მეუღლე ვიკა მარგველაშვილი, ქალიშვილი და შვილიშვ­ილი დამხვდნენ. 8 თვის ლუკა ანცობს, ბაბუა კი უყურებს და ცრემლები ერევა­. გულჩვილი გამხდარა ბატონი გელა...
ქალბატონი ვიკა მეუბნება, მანამდეც ასეთი იყო, თუმცა,­ რაც ინსულტი გადაიტანა, მეტად ემოციური გახდაო. საუბარი ბავშვობიდან დავიწყეთ...

- დრამწრეზე მე, გია ფერაძე, მურმან­ ჯინორია, გოგი თოდაძე - ერთად დავდიოდით. მე და გია სამხატვრო სკოლაშიც (ნიკოლაძეში) ერთად ვსწავლობდით. შემდეგ გიამ მარჯანიშვილის თეატრში წამიყვანა, სადაც დოდო ჭიჭინაძესთან ერთად ზურიას როლს ვთამაშობდი სპექ­ტაკლში "ჯარისკაცის­ ქვრივი". მაშინ ლანა ღოღობერიძე სოსოიას ეძებდა თავისი ფილმისთვის. სინჯებზე თითქმის მთელი საქართველოდან იყვნენ ჩამოსული. გამიმართლა. მაშიIნ 15 წლის ვიყავი. ქალბატონმა ლანამ ჩემი თავი ფანჯრიდან ნოდარ­ დუმბაძესაც დაანახა და ხელი ამიწია - მოეწონეო. ძალიან გამიხარდა, როცა როლზე დამამტკიცეს. უკვე ვიცოდი სცენის ფასი...

- ხატიას,
ლეილა ყიფიანს, მანამდე იცნობდით?

- არა, გადაღებებზე გავიცანი. ძალიან ლამაზი გოგო იყო. უსაყვარლესი ადამიანია. გადაღებებზე რომ წავედით, შემიყვარდა. ვუთხარი. მოკვდა სიცილით. მეწყინა და თითქმის გადაღების დასრულებამდე აღარ ველაპარაკებოდი. მერე მოსკოვში, კინოფესტივალზე შევრიგდით. მას შემდეგ ვმეგობრობთ. ლეილას მეუღლე ნუგზარ ბაგრატიონიც ჩემი მეგობარია.

- გადაღებებიდან რას გაიხსენებთ?
- დათიკოს როლის განმასახიერებელი თენგიზ არჩვაძე მიყვარდა განსაკუთრებით. სულ თან დავდევდი, პატარა ბიჭი მისგან ვსწავლობდი კაცობას. თენგიზმა გამზარდა-მეთქი, ვამბობ ხოლმე. მისი მაგალითით ვიქცეოდი ყოველთვის. ბეჟანას როლის შემსრულებელი ზურაბ ლაფერაძე განუმეორებელი ადამიანი იყო, იპოლიტე ხვიჩია სადაც გამოჩნდებოდა, ყველგან მხიარულება­ სუფევდა. განაგრძეთ კითხვა
5722
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
ბეჭდვაელფოსტა
ფოტო და ვიდეო გალერეა
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
16.12.2017
ცერემონიას თბილისის მერი კახი კალაძე მეუღლესთან, ანუკი არეშიძესთან და შვილებთან ერთად დაესწრო
15.12.2017
ამ პატარა გპგონას სამსახიობო ნიჭით ყველა აღტაცებულია
15.12.2017
ბავშვს მან ბებიის სახელი დაარქვა
15.12.2017
მას ხშირად ნახავთ საჯარო თავშეყრის ადგილებში პატარა ალექსანდრესთან ერთად
15.12.2017
გთავაზობთ 10 საჩუქრის იდეას, რომელიც არასოდესაა წამგებიანი.
15.12.2017
მშობლებო, გთავაზობთ 10 საჩუქარს რომელიც თქვენ პატარას ნამდვილად გაახარებს




გამოკითხვა
რამდენი შვილი გყავთ?
არქივი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31