ყველაზე კითხვადი
არის თუ არა საშიში ადამიანის ჯანმრთელობისთვის აზიური ფაროსანა
არის თუ არა საშიში ადამიანის ჯანმრთელობისთვის აზიური ფაროსანა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, აზიური ფაროსანა ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს და არ იკბინება. როგორც პაატა იმნაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ ადამიანი ალერგიული არ არის, ამ შემთხევაში მასთან შეხებისას არავითარი რეაქცია არ ხდება. ამასთან, იმნაძის განმარტებით, ფაროსანა არ განეკუთვნება იმ მწერების რიცხვს, რომლებსაც დაავადების გადატანა შეუძლიათ.

"ფაროსანა არ მიეკუთვნება იმ მწერების კატეგორიას, რომელსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შემხებლობა აქვს. ასეთები გახლავთ, კოღოები, ტკიპები, რწყილები და ა.შ. ბუზმაც კი შესაძლოა მექანიკურად გადაიტანოს მიკრობები, მაგრამ ფაროსანა ასეთ
მწერებს არ განეკუთვნება. ანუ ადამიანის ჯანმრთელობასთან არავითარი კავშირი არ აქვს. ერთადერთი, რაც შეიძლება ფაროსანასთან იყოს დაკავშირებული ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა მწერთან და ნებისმიერ სხვა მცენარესთან, ეს არის ალერგია. ფაროსანას კბენა არ ახასიათებს. ფაროსანა ადამიანის დაავადებების მხრივ საშიში არ არის, საშიშია იმით, რომ დიდ ეკონომიურ ზარალს იწვევს და ანადგურებს მოსავალს", - განაცხადა პაატა იმნაძემ.


ასევე იხილეთ: 7 თვის ბავშვმა აზიური ფაროსანა გადაყლაპა


მისივე განმარტებით, მავნებელი მწერი ზამთარში თბილ ადგილებს ეძებს, ამიტომ სეზონის ამ დროს, რაც მეტი ფაროსანა განადგურდება, მით უფრო ნაკლებია რისკი გაზაფხულზე მისი გავრცელების.

შეგახსენებთ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გუშინ დაადასტურა, რომ თბილისში აღმოჩენილი
მწერი აზიური ფაროსანაა.
ინტერპრესნიუსი
3098
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
ბეჭდვაელფოსტა
ფოტო და ვიდეო გალერეა
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
16.12.2017
ცერემონიას თბილისის მერი კახი კალაძე მეუღლესთან, ანუკი არეშიძესთან და შვილებთან ერთად დაესწრო
15.12.2017
ამ პატარა გპგონას სამსახიობო ნიჭით ყველა აღტაცებულია
15.12.2017
ბავშვს მან ბებიის სახელი დაარქვა
15.12.2017
მას ხშირად ნახავთ საჯარო თავშეყრის ადგილებში პატარა ალექსანდრესთან ერთად
15.12.2017
გთავაზობთ 10 საჩუქრის იდეას, რომელიც არასოდესაა წამგებიანი.
15.12.2017
მშობლებო, გთავაზობთ 10 საჩუქარს რომელიც თქვენ პატარას ნამდვილად გაახარებს




გამოკითხვა
რამდენი შვილი გყავთ?
არქივი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31