”ჩვეულებრივ ვზრდით და არ ვათამამებთ ბავშვებს...”
”ჩვეულებრივ ვზრდით და არ ვათამამებთ ბავშვებს...”
1 / 4
Next
ანუკი არეშიძისა და კახა კალაძის წყვილი ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. მათ ოჯახს ბევრი სამაგალითოდ მიიჩნევს და არც კომენტარებს იშურებენ მათთან დაკავშირებული თემების განხილვისას. თუმცა ანუკი და კახი პირად თემებზე ინტერვიუებით დიდად არ ანებივრებენ მედიასაშუალებებს. ამიტომ ვიფიქრეთ, საინტერესო იქნებოდა თქვენთვის ეს ინტერვიუ, სადაც წყვილი საკუთარ ოჯახსა და შვილებზე საუბრობს. მართალია, ინტერვიუ მათ საარჩევნო ბუკლეტში გამოქვეყნდა, თუმცა ცოლ-ქმარმა თავიანთი ოჯახური ცხოვრების საკმაოდ საინტერესო დეტალები გაახმაურა.

კახა:

- ახლა რომ ჰკითხო ჩემს შვილებს, ყველას ფეხბურთელობა უნდა (იღიმება), მაგრამ ხომ იცით, როგორ იცვლება ჩვენი ოცნებები. პროფესიას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, ნამდვილ,
კარგ ადამიანებად გაიზარდონ, საკუთარ ქვეყანას და ხალხს გამოადგნენ. მე ვიცი, რა არის გაჭირვება, რთული წლები... ვიცი, რას ნიშნავს, როცა არ შეგიძლია გქონდეს ის, რაც გსურს; რას ნიშნავს, იშრომო და იბრძოლო შენი ოცნებების ასრულებისთვის.
ამის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია, ამიტომ ჩვეულებრივად ვზრდით და არ ვათამამებთ ბავშვებს. უნდა ესმოდეთ, რომ ყველაფერი არ შეიძლება მიიღო, მით უმეტეს, დამსახურების გარეშე.

- ხშირად ეუბნებით "არას"?
ანუკი:
- ძალიან ხშირად და თან მათ საკმაოდ მკაცრი რეჟიმი აქვთ, 8 საათზე უკვე დასაძინებლად მიდიან, რომ მეორე დღისთვის დასვენებულები წავიდნენ სკოლაში.

კახა:
- ძალიან დაკავებული ვარ და ბავშვებთან ერთად, ძირითადად, შაბათ-კვირას ვატარებ, ამიტომაც
შედარებით დამყოლი ვარ, მიჭირს მათთვის უარის თქმა ან გაბრაზება - არ მინდა, ერთად ყოფნის ის მცირე დროც ნაწყენები იყვნენ რამეზე, თუმცა, ცხადია, განსაზღვრულ წესებს ხშირად არ ვარღვევთ.

გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე
1 / 4
Next
26946
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
ესაა სიმართლე
0
კახა ამ კომენტარს თუ ნახავ და წაიკითხავ მჩემიდან თქნა არ გ ჭირდება მარა როცა გიყურებ და გხედავ სიტყვის დროს ალალი კაცის გულიდან წამოსული სიტყვებია.კაცური კაცი ხარ და ანას ვეთანხმები იმაში რო თუ ვინმეს ეხმარები ამას ხმამაღლა თქმა არ ჭირდება უფალი ხედავს ამას.გაიხარეთ შვილებთან ერთად
12:26 / 17-10-2017
Mara
0
გაიხარეთ ლამაზებო, ჭკვიანებო, კარგებო, უფალი გფარავდეთ.
17:09 / 13-10-2017
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?