10 წლის გოგონამ მკერდის კიბო დაამარცხა
10 წლის გოგონამ მკერდის კიბო დაამარცხა
ავთვისებიანი სიმსივნე კრისი ტერნერს 8 წლის ასაკში აღმოაჩნდა. გოგონა იუტას შტატში ცხოვრობს.

2015 წელს გოგონას მშობლებმა - ტროიმ და ანეტმა (მათაც გადატანილი ჰქონდათ ონკოლოგიური დაავადება), გოგონა უცნაური სიმპტომებით ექიმთან მიიყვანეს. კრისს დაუდგინეს სარძევე ჯირკვლის სეკრეტორული კარცენომა. ეს სარძევე ჯირკვლის საკმაოდ იშვიათი სახეობაა - მილიონ ქალში ერთს ემართება. აქამდე დაფიქსირებულია ასეთი სიმსივნის 15 შემთხვევა. ბავშვებში ასეთი დიაგნოზი პირველად იქნა დასმული.

2015 წლის დეკემბერში 8 წლის კრისტის ჩაუტ
არდა მასტექტომია. იმისთვის, რომ სიმსივნური უჯრედები არ მოხვედრილიყვო ლიმფურ სისტემაში, ქირურგებმა მარჯვენა სარძევე ჯირკვლის ყველა ქსოვილი მოკვეთეს.
mshoblebi
ახლა - 2 წლის შემდეგ, 10 წლის კრისი ექიმებმა ჯანმრთელად აღიარეს. "თუ გავითვალისწინებთ იმას, რისი გადატანაც მოუხდა კრისს, ის საკმაოდ ყოჩაღად გამოიყურება”, - წერს გაზეთ Metro-ს ჟურნალისტი.
"ჩვენი ოჯახი იმდენჯერ შეეჯახა სიმსივნის დაავადებას, რომ უკვე გავძლიერდით", - ამბობს კრისის დედა.

კრისს გაუჭირდება სქესობრივი მომწიფების პერიოდში მაშინ, როდესაც მის თანატოლ გოგონებს დაეწყებათ მკერდის გაზრდა. ექიმები გეგმავენ გოგონას მომწიფების ასაკში გაუკეთონ მარჯვენა სარძევე ჯირკვლის რეკონსტრუქცია. დედის თქმით, გოგონას ეს პრობლემა ჯერ არ აწუხებს.

უნდა ითქვას, რომ კრისი არ არის ერთადერთი პატარა ასაკის პაციენტი, რომელსაც მკერდის სიმსივნის დიაგნოზი დაუდგინდა. კანადის მაცხოვრებს, 3 წლის ალიშე ჰანტერს,
ასევე მკერდის სიმსივნის დიაგნოზით ჩაუტარდა მასტექტომია.
1679
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```