ყველაზე კითხვადი
"ვინ იცის, რამდენ ჩვენსავით პირდაღებულ ადამიანს ტოვებდა ქუჩებში... ოცი წლის ლიკა ქავჟარაძე მართლა საოცრება იყო" - დათო ტურაშვილი
"ვინ იცის, რამდენ ჩვენსავით პირდაღებულ ადამიანს ტოვებდა ქუჩებში... ოცი წლის ლიკა ქავჟარაძე მართლა საოცრება იყო" - დათო ტურაშვილი
1 / 2
Next
ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებამ უამრავ ადამიანს დასწყვიტა გული. განსაკუთრებით მათ, ვისაც რეალურ ცხოვრებაში ჰქონდა მისი სილამაზის ხილვის ბედნიერება. მწერალი დათო ტურაშვილი ლიკასთან პირველ შეხვედრას საოცარი ემოციით იხსენებს. გთავაზობთ მის პოსტს: 
" აპრილში ყოველთვის შეყვარებული ვიყავი და ეს, შეიძლება ასაკის ბრალი იყო და შეიძლება თბილისური გაზაფხულის – აპრილიდან თბილისის ქუჩებში აყვავებული ნუშის ისეთი სუნი იდგა ხოლმე, გაკვეთილებზე უბრალოდ ჯდომაც კი, ძალიან ძნელი ხდებოდა. თუმცა არ ვიცი რა ხდებოდა იმ წელს, როცა უკვე
აპრილიც იდგა, ნუშიც ყვაოდა თბილისში, მაგრამ მე არავინ მიყვარდა, მიუხედავად
იმისა, რომ მეშვიდეკლასელი ვიყავი და საქმეც არაფერი მქონდა, გარდა იმისა, რომ ყოველ დილით სკოლაში მივდიოდ და შუადღისას უკან ვბრუნდებოდი.

სახლიდან გაკვეთილების დაწყებამდე ოცი წუთით ადრე გამოვდიოდი. ჯერ გავუვლიდი ჩემს კლასელს, მეგობარს და მეზობელს ლაშა ფხაკაძეს, რომელიც თავისი სადარბაზოს წინ მელოდა ხოლმე და მერე ერთად ვაგრძელებდით გზას სკოლისაკენ.
ჩვენს სახლებს მხოლოდ ერთი, ხუთსართულიანი კორპუსი აშორებდა ერთმანეთისგან და როცა ქუჩის კუთხეში შემოვუხვევდი, ლაშა ყოველთვის უკვე იქ იდგა. ზუსტად მახსოვს, რომ ის დღე იყო 23 აპრილი, რადგან წინა საღამოს ლაშა ფხაკაძემ ლენონის ფირფიტა მაჩუქა ლენინის მერამდენეღაც იუბილის აღსანიშნავად და ეს გახლდათ ჩემი პირველი, ნამდვილი ფირფიტა.

მოკლედ, იმ დილითაც ჩვეულებრივად გამოვედი სახლიდან, დავეშვი კიბეზე და მეზობელი კორპუსის კედელთან რომ უნდა შემეხვია და ქუჩაზე გადავსულიყავი, უცევ ვიგრძენი უცნაური სისუსტე მუხლებსი და გავჩერდი – ჩემს წინ იდგა ლიკა ქავჯარაძე. უფრო სწორად, მე ვიდექი გაუნძრევლად მანამ , სანამ ლაშა ფხაჯაძემ არ მომაკითხა, თორემ ლიკა ქავჟარაძეს ფეხის არ შეუნელებია, მე არც შევუმჩნევივარ, ისე ჩამიარა გვერდით და სადარბაზოში შევიდა. ლაშამ კი იმიტომ მომაკითხა, რომ არასოდეს ვაგვიანებდი ხოლმე და ალბათ ჩემი იმდილანდელი დაგვიანების მიზეზმა დააინტერესა.
–– რას დამდგარხარ სირვით, – მკითხა ფხაკაძემ ძალიან გაკვირვებული სახით და ჩემი იმწუთიერი მდგომარეობის აღმნიშვნელი ეს სიტყვა, მაშინ სულ ახალი შემოსული იყო მასიურ ხმარებაში. ასევე, ეს ის დრო იყო, როცა ცხრამეტი წლის ლიკა ქავჟარაძეს, უკვე შესრულებული ჰქონდა მარიტას როლი კინოფილმ "ნატვრის ხეში" და ეს ფილმი, ჩვენც ნანახი გვქონდა.
მაშინ უკვე ისიც ვიცოდით, რომ ახალგათხოვილი ლიკა ქავჯარაძე სადღაც ჩვენ უბანში გადმოვიდა საცხოვრებლად, მაგრამ რაც იმ დილით ვნახე, ეს იმაზე მეტი იყო, ვიდრე ამის წარმოდგენა შემეძლო. მე რომ იმ დილით ვნახე, იმაზე ლამაზი ადამიანი, არც მანამდე და არც მერე, რასაკვირველია, არასოდეს მინახავს და ოცი წლის ლიკა ქავჟარაძე მართლა საოცრება იყო. ჰოდა, მეც ვიდექი ზუსტად ისე, როგორც ეს ადვილად ამოიცნო ბავშობიდავნე ნიჭიერმა ლაშა ფხაკაძემ და ბოლოს პირდაპირ მკითხა:
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
1 / 2
Next
51672
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
ბეჭდვაელფოსტა
ფოტო და ვიდეო გალერეა
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
18.10.2017
ბავშვს სიმაღლიდან ვარდნის გამო სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნებოდა
18.10.2017
დაშავებული ქალაქის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში იყო გადაყვანილი
18.10.2017
"5 თვეა, აქ ვარ და სახლიდან ჯერ ფეხი არ გამიდგამს, სხვა ცოლებთან ურთიერთობა არა მაქვს, ენა არ ვიცი"
17.10.2017
ლიკა ქავჟარაძე რომ წონაში დასაკლებ აბებს იღებდა, ცნობილი ფაქტია, ამ ინფორმაციას მეგობრებიც ადასტურებენ...
17.10.2017
"მგონია, რომ რამე თუ სადმე სიკეთე მაქვს გაკეთებული, შენით გადამიხადა ღმერთმა ამ სიკეთის სამაგიერო..."




გამოკითხვა
რომელ ასაკში შექმენით ოჯახი?
არქივი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31