"მგონია, რომ რამე თუ სადმე სიკეთე მაქვს გაკეთებული, შენით გადამიხადა ღმერთმა ამ სიკეთის სამაგიერო..." მოგეხსენებათ, მომღერალი ნინი წიკლაური ოჯახთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს, შვილიც შტატებში გააჩინა და მშობიარობის შემდეგ ჯერ საქართველოში არ დაბრუნებულა. ნინის პატარა საბას გაზრდაში მეუღლე თემო ტუღუში აქტიურად ეხმარება. დღეს თემოს დაბადების დღეა, მომღერალი ქმარს საჯაროდ ულოცავს იუბილეს:
„მგონია, რომ რამე თუ სადმე სიკეთე მაქვს გაკეთებული, შენით გადამიხადა ღმერთმა ამ სიკეთის სამაგიერო. ყველაზე დიდი ჯილდო ხარ ამ ცხოვრებაში და ყველაზე მეტად მინდა, შენნაირი ვიყო.
გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო ძვირფასო, და ჩემთვის დაბადებულო. მიყვარხარ“.
თეკლა ჟვანია