"ხატვა 30 წლის ასაკში დედის გარდაცვალების მერე დავიწყე" "არტ-გალერეა ვაკეში" დღეს ლიკა ქავჟარაძის ნახატების გამოფენა გაიხსნა. ამ გამოფენას ის დიდი ხნის განმავლობაში ელოდა და ემზადებოდა. ექსპოზიციაში სხვა მხატვრების მიერ შესრულებული ლიკას პორტრეტებიც მოხვდა.
ლიკა ქავჟარაძეს მაყურებელი იცნობდა, როგორც ულამაზეს და ნიჭიერეს მსახიობს და ბევრმა არ იცოდა, რომ იგი მუსიკოსი -პროფესიონალი პიანისტი იყო და არც ის იცოდნენ , რომ ლიკა შესანიშნავად ხატავდა. სწორედ ამიტომ: "არტ გალერეა ვაკემ" 19 ოქტომბერს ლიკა ქავჟარაძის პერსონალურ გამოფენა გამართა. "რე" პრეფიქსი" - რე ინკარნაცია , ასე ქვია მის ერთ-ერთ საყვარელ ნამუშევარს , რომელიც აფიშაზე იყო წარმოდგენილი. გამოფენაზე წარმოდგენილია ასევე 20-მდე ბოლო დროს შექნმილი ფერწერული ტილო.
" ხატვა 30 წლის ასაკში, მომხდარი ტრაგედიის, დედის გარდაცვალების მერე, დავიწყე, რომელსაც ქვეყანაში არსებული, ომის და გაჭირვების მდგომარეობა დაემატა . მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი ამას რატომ და რისთვის ვაკეთებდი, მაგრამ ერთი რამ ცხადი იყო: ხატვა მამშვიდებდა და გზას მიჩვენებდა რაღაც ახლისკენ საკუთარ თავში ძიებისკენ . ეხლა კი, ეს მოთხოვნილებაში გადამეზარდა და ვხატავ იმიტომ, რომ ტილოზე გადმოვცე ჩემი პოზიტივი, ჩემი ფერი და ხაზი ისე, რომ ეს არავისას არ გავდეს, იყოს არაორდინარული და დროის შესაფერისი. უფრო მეტიც, ასევე დიდი სურვილი და მოლოდინი მაქვს იმისა, რომ ჩემი ნამუშევრები ნახოს და შეაფასოს მაყურებელმა, მხატვრებმა და პროფესიონალ ხელოვნებათმცოდნეებმა" - ამბობდა ლიკა ქავჟარაძე
ზაზა კოლელიშვილი: " ეს გალერეა სურდა თავად ლიკას, წინასწარ მოელაპარაკა ქალბატონს... ჩვენ, ვინც ამ ქვეყნად ადვრჩით, რაც ლიკას სურვილი იყო გავაკეთეთ. რასაკვირველია უფრო დიდ გალერეას ვურჩევდით, მაგრამ თვითონ ისურვა ყველაფერი ასე ყოფილიყო...
- გამოფენის გახსნას ვერ დაესწრო მისი შვილი...
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
- დიახ, ვერ მოახერხა, რადგან გუშინ ამერიკაში გაფრინდა. ოჯახი იქ ჰყავს და ბილეთი ჰქონდა უკან წასვლის 18 ოქტომბრისთვის აღებული. წასვლის წინ მითხრა ძალიან გაუფრთხილდით ამ ნახატებს, ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თვითეულ მათგანსო... მე ვუთხარი, შვილო, ყველაფერს თვლით ჩაგაბარებ-მეთქი და ასეც იქნება!
მანანა გაბრიჭიძე