"ექიმი მეუბნებოდა, რომ ეს “ აუცილებელი სამედიცინო მკურნალობა“ იყო..." სექს-სკანდალი ჰოლივუდის პროდიუსერ ჰარვი ვაინშტეინთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც უკვე უამრავმა ცნობილმა ქალბატონმა მოყვა, თუ როგორ ავიწროებდა მათ ვაინშტეინი და სთავაზობდა სექსს კარიერის სანაცვლოდ, დეტონატორივით ამოქმედდა: გოგონებმა, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, დაიწყეს თავიანთი სექსუალური ისტორიების მოყოლა. დაზარალებულთა დახმარება ითავა ვარსკვლავმა ”მოჯადოებულის” ვარსკვლავმა, მსახიობმა ალისა მილანომ, რომელმაც სოცქსელში გაუშვა ჰაშთაგი #მეც #metoo (შარშანდელი ჰაშთაგის #მეარმეშინიათქმის ანალოგიურად) და სექსუალური ძალადობის მსხვერპლთ შესთავაზა თავიანთი ცხოვრებისეული ისტორიების მოყოლა. ჰაშთაგმა ძალიან მალე მოიპოვა პოპულარობა. თავიანთ ისტორიებს წერდნენ არა ჩვეულებრივი ქალები, არამედ ცნობადი სახეებიც.
ასიათასობით ქალის წერილთან ერთად იყო ამერიკელი სპორტსმენის მაკაილ მარონის ისტორიაც. 21 წლის ტანმოვარჯიშე გახდა ძალადობის მსხვერპლი გუნდის ყოფილი ექიმის ლარი ნასარას მხრიდან, ჯერ კიდევ მოზარდობის პერიოდში.
გოგონას თქმით, რომ პირველად შევიწროვების ფაქტს შეეჯახა 13 წლის ასაკში ეს გრძელდებოდა 7 წლის მანძილზე მანამ, სანამ მან არ დაასრულა თავისი კარიერა. "ექიმი მასარი მეუბნებოდა, რომ ეს “ აუცილებელი სამედიცინო მკურნალობა“ იყო, რომელსაც 30 წლის მანძილზე აწარმოებდა პაციენტებთან. ის ყოველთვის ეძებდა მომენტს, რათა „ემკურნალა“ ჩემთვის".
ყველაზე საშინელი ინციდენტი მოხდა 2011 წლის ჩემპიონატის დროს ტოკიოში. მაშინ სპორტსმენი 15 წლის იყო.
„მთელი დღე და ღამე ვიფრინეთ ტოკიოში გუნდთან ერთად. როდესაც ჩავედით ტოკიოში, მან მომცა საძილე ტაბლეტი. რომ გავიღვიძე, სასტუმროს ნომერში ვიყავი მასთან ერთად და ის „მმკურნალობდა“. მეგონა, რომ იმ ღამეს მოვკვდებოდი“, - იხსენებს გოგონა, რ
ახლა ექიმი მიჩიგანის ციხეში იმყოფება. მას სახლიდან ამოუღეს საბავშვო პორნოგრაფიის ფირები. მალე ელოდება კიდევ ერთი სასამართლო პროცესი, სადაც ბრალს წარუდგენენ სექსუალური ძალადობის მუხლით.