5-წლის ავსტრალიელი გოგონას საიდუმო დაავადება - 2 წლისას დაეწყო სქესობრივი მომწიფება, ახლა კი კლიმაქსის ფაზაში შეჰყავთ
5-წლის ავსტრალიელი გოგონას საიდუმო დაავადება - 2 წლისას დაეწყო სქესობრივი მომწიფება, ახლა კი კლიმაქსის ფაზაში შეჰყავთ
1 / 2
Next
ავსტრალიელი ემილი დოვერი 2 წლის იყო, როდესაც მშობლებმა შეამჩნიეს სქესობრივი მომწიფების ნიშნები. ექიმები დიდხანს ვერ იგებდნენ, რა ანომალიასთან ჰქონდათ საქმე. მხოლოდ ამ ზაფხულს დაადგინეს ასაკობრივი ცვლილებების მიზეზი: აღმოჩნდა, რომ გოგონას აქვს თირკმელზედა ჯირკვლის სერიოზული პათოლოგია. მალე 5 წლის ბავშვს ხელოვნურად გამოუწვევენ მენოპაუზას.

2012 წელს ტემი და მეტა დოვეროვებს გაუჩნდათ ნანატრი ბავშვი. მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ემილი აბსოლუტურად ჯანმრთელი დაიბადა. თუმცა სამშობიაროდან გამოწერიდან ერთ კვირაში დაეწყო პრობლემები: გახდა ჭირვეული, ცუდად ეძინა. გარდა ამისა, საყურადღებო იყო ის, რომ ბავშვი იზრდებოდა საათობით.
4 თვის ასაკში მისი წონა შეესაბამებოდა წელიწადნახევრიანი ბავშვის წონას. ამ დროის მანძილზე ტემი და ემილი საავადმყოფოში ატარებდნენ კვირის უმეტეს დროს. პედიატრები ვერ ადგენდნენ დიაგნოზს.
«არავის შეჰპარვია ეჭვი, რომ დაავადების მიზეზი იშვიათი სახის ენდოკრინული დაავადება იყო“.

2 წლის ასაკიდან ემილის დაეწყო მკერდის ტკივილები. პარალელურად ბავშვს გამოაყარა სახესა და ტანზე, მთელ ტანზე დაეწყო თმის ზრდა. მისის დოვერმა შეამჩნია, რომ მიუხედავად სწორი კვებისა და ჰიგიენის დაცვისა, ბავშვს არასასიამოვნო სუნი ასდიოდა. მალევე დაეწყო ციკლი.

გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე
1 / 2
Next
26153
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ანანოო
0
რა დაუნდობელია თანამედროვე საზოგადოება და ყველგან ერთნაირი, არანაირი ემპათია, არანაირი თანაგრძნობა.. მერე გვიკვირს რატომ გვიგზავნის უფალი ამდენ განსაცდელს..
13:57 / 29-04-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი