ამჟამად მას ჰორმონების ისეთი რაოდენობა აქვს, როგორც ორსულ ქალს ავსტრალიელი ემილი დოვერი 2 წლის იყო, როდესაც მშობლებმა შეამჩნიეს სქესობრივი მომწიფების ნიშნები. ექიმები დიდხანს ვერ იგებდნენ, რა ანომალიასთან ჰქონდათ საქმე. მხოლოდ ამ ზაფხულს დაადგინეს ასაკობრივი ცვლილებების მიზეზი: აღმოჩნდა, რომ გოგონას აქვს თირკმელზედა ჯირკვლის სერიოზული პათოლოგია. მალე 5 წლის ბავშვს ხელოვნურად გამოუწვევენ მენოპაუზას.
2012 წელს ტემი და მეტა დოვეროვებს გაუჩნდათ ნანატრი ბავშვი. მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ემილი აბსოლუტურად ჯანმრთელი დაიბადა. თუმცა სამშობიაროდან გამოწერიდან ერთ კვირაში დაეწყო პრობლემები: გახდა ჭირვეული, ცუდად ეძინა. გარდა ამისა, საყურადღებო იყო ის, რომ ბავშვი იზრდებოდა საათობით. 4 თვის ასაკში მისი წონა შეესაბამებოდა წელიწადნახევრიანი ბავშვის წონას. ამ დროის მანძილზე ტემი და ემილი საავადმყოფოში ატარებდნენ კვირის უმეტეს დროს. პედიატრები ვერ ადგენდნენ დიაგნოზს.
«არავის შეჰპარვია ეჭვი, რომ დაავადების მიზეზი იშვიათი სახის ენდოკრინული დაავადება იყო“.
2 წლის ასაკიდან ემილის დაეწყო მკერდის ტკივილები. პარალელურად ბავშვს გამოაყარა სახესა და ტანზე, მთელ ტანზე დაეწყო თმის ზრდა. მისის დოვერმა შეამჩნია, რომ მიუხედავად სწორი კვებისა და ჰიგიენის დაცვისა, ბავშვს არასასიამოვნო სუნი ასდიოდა. მალევე დაეწყო ციკლი.
გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
«ემილის არ ჰქონია ბავშვობა. მას ახლა უწევს საფენების სწორად გამოყენების სწავლება. ძალიან რთულია ბავშვისთვის იმის ახსნა, თუ რატომ აქვს სხეულზე ასეთი ცვლილებები. ის ხვდება, რომ განსხვავებულია თანატოლებისაგან და ძალიან განიცდის ამას“, - ამბობს ტემი.
დედის სიტყვებით, სწორი დიაგნოზი მის გოგონას ამ ზაფხულს დაუსვეს. ეს არის ადისონის დაავადება ( იშვიათი ენდოკრინული დაავადება, რომლის დროსაც თირკმელზედა ჯირკვალს არა აქვს უნარი გამოიმუშაოს საკმარისი რაოდენობის ჰორმონი). „ექიმებმა მრავლობითი კვლევა ჩაუტარეს ემილის და ამჟამად მას ჰორმონების ისეთი რაოდენობა აქვს, როგორც ორსულ ქალს. ის 45 კგ.-ს იწონის. მას ესაჭიროება ძვირად ღირებული ჰორმონებით მკურნალობა, რომელიც ხელოვნურად გამოიწვევს მენოპაუზას“, - ამბობს ტემი. გარდა ამისა, მშობლებს აწუხებთ ბავშვის ფსიქიკური მდგომარეობაც. ემილი საბავშვო ბაღში დაცინვის ობიექტი გახდა თანატოლების მხრიდან-თავისი წონისა და ფიზიკური ცვლილებების გამო, რასაც ის ძალიან განიცდის.
მიუხედავად ამდენი პრობლემისა, ემილი მაინც ინარჩუნებს ოპტიმისტურ განწყობას და მშობლები გვერდში უდგანან.
დედა ორი მიზეზით ახმაურებს ამ ამბავს - ერთი ის, რომ სურს, ამ ანომალიის შესახე ბევრმა გაიგოს და თუ ვინმეს მსგავსი პრობლემა ექნება, საწყის ეტაპზევე გაიგონ მიზეზი. მეორე მიზეზი კი დახმარების სურვილია - საკმაოდ ძვირად ღირებული მკურნალობა სჭირდება ემილის და დედას სურს, მსოფლიო მასშტაბით გაავრცელოს ეს შემთხვევა და ვისაც სურვილი გაუჩნდება, დაეხმარონ პატარა ემილის.