„მუდმივად ფიზიკურად ძალადობნენ ჩემზე ძიძებიც და მოზარდებიც... იმედი მაქვს, რომ იმ ჯოჯოხეთს, რომელიც მე ბავშვთა სახლში გამოვიარე, არც ერთი ბავშვი აღარ გამოცდის...“
„მუდმივად ფიზიკურად ძალადობნენ ჩემზე ძიძებიც და მოზარდებიც... იმედი მაქვს, რომ იმ ჯოჯოხეთს, რომელიც მე ბავშვთა სახლში გამოვიარე, არც ერთი ბავშვი აღარ გამოცდის...“
1 / 3
Next
გვანცა გაბუნია, 33 წლის, თემი ქედელი/სიღნაღი
„ჩემი ცხოვრება იყო ღამის სიბნელე“
--------------------------------------------------------------------
„გადმოცემით ვიცი, დაბადებისთანავე თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში დამტოვეს, სადაც 4 წლამდე ვიზრდებოდი. ამ პერიოდიდან იწყება საკუთარი მეხსიერება. 4 წლის ასაკში სენაკის ბავშვთა თავშესაფარში გადამანაწილეს და აქ დაიწყო ჩემი ჯოჯოხეთიც. ამ პერიოდის გახსენება ყოველთვის მტკივნეულია ჩემთვის, მაგრამ იმიტომ, რომ აღარ დაუშვას ქვეყანამ ისეთი შეცდომა, როგორიც ასეთი ბავშვთა სახლების მოწყობა იყო, მაინც მიწევს ძალების მოკრება და იმ პერიოდის გახსენება.
სანამ
პატარა, დაუცველი ვიყავი, მუდმივად ფიზიკურად ძალადობნენ ჩემზე ძიძებიც და მოზარდებიც. ვერც კი ვაცნობიერებ, რა დანაშაულს ჩავდიოდი ასეთს პატარა ბავშვი, რომ უმოწყალოდ მცემდნენ. კი, ცელქი ვიყავი, მიყვარდა სირბილი, ენერგია ხომ უნდა დამეხარჯა სადმე?! დასჯის და ცემის მიზეზები არასდროს ილეოდა. ფიზიკურად გვისწორდებოდნენ და გვჩაგრავდნენ ჩვენზე უფროსებიც და ყველაზე რთული გადასატანი ის უსუსური მდგომარეობა იყო, რომლიდანაც თავს ვერ ვიხსნიდით, არავინ მოდიოდა ჩვენს გადასარჩენად. ერთადერთი გადარჩენა იყო უსიტყვო მორჩილება, მოთმენა ან საუკეთესო შემთხვევაში იმ დანაშაულის აღიარება, რომელიც არ ჩაგიდენია და რომლის აღიარების მიზნითაც გვცემდნენ. ასე გვასწავლეს ტყუილების თქმა ბავშვებს...
რამდენიმე ნათელი სურათი დამამახსოვრდა ამ სიბნელეში. ერთი, როცა საკუთარი ფოტო ვნახე პირველად. მეგობარმა მოიპარა არქივიდან და მაჩვენა. უცებ
ჩემთვის ორი სხვადასხვა დრო გაიხსნა - ერთი იქ სადაც ვიყავი, ცუდი, ბნელი და მეორე ფოტოზე, სადღაც სხვაგან, შორს იმ რეალობიდან, სადაც ვარსებობდი. ვუყურებდი საკუთარ თავს ფოტოზე და მშურდა მისი მდგომარეობის.
მეორე სურათი კოკა-კოლას საახალწლო რეკლამა იყო - თბილი, მხიარული, მოსიყვარულე გარემო, მუსიკის ხმა. არასდროს არ მქონია ახალი წელი და საზეიმო განწყობა. პირველად ეს სიხარული ამ რეკლამაში ვნახე და წლიდან წლამდე ველოდებოდი მის ხელახლა ნახვას...“

„ძალადობა იწვევს ძალადობას“
------------------------------------------------------------------------------
ცოტა რომ გავიზარდე, თავად გავხდი მოძალადე. თითქოს ეს ასეთი ცხოვრების წესი იყო - რადგან მე ვიჩაგრებოდი, როგორც სუსტი, ისევე უნდა დამეჩაგრა სხვაც, რომელზეც ძლიერი ვიყავი. ჩემი ასაკის მატება და ფიზიკური ზრდა, ჩემი ძალაუფლების იარაღი გახდა და ამ ძალაუფლების დემონსტრაციის გარეშე წარმოუდგენელი იყო იმ სისტემაში გადარჩენა. ამ სისტემის შესაცვლელად კი ყველაზე ძლიერი ადამიანებიც კი, როგორიც იყო თუნდაც დირექტორი, არაფერს აკეთებდნენ.
ასეთი ბავშვთა სახლები ჩვეულებრივი ციხის პრიციპით მუშაობდა. პრაქტიკულად გამოკეტილები ვიყავით. კარზე, ფანჯრებზე გისოსები ეკიდა, რომ არ გავპარულიყავით. დღეში 2 საათი შემოღობილ მინდორზე გვასეირნებდნენ, რომ სუფთა ჰაერი ჩაგვეყლაპა. საკვები არ გვყოფნიდა, ან როგორ გვეყოფოდა. წარმოიდგინეთ წვნიანი, რომელიც მხოლოდ 1 თავი კომბოსტოთი და ხახვით მზადდება და ეს წვნიანი 100-მდე ბავშვმა და მოზარდმა უნდა ჭამოს...
საკუთარი თავის გადასარჩენად ბრძოლას ისევ ვაგრძელებდი. ცოტა მეტი უფლება, თუნდაც გარეთ გასვლის და მეზობლებთან კონტაქტის რომ მომეპოვებინა, თავშესაფრის სამზარეულოში დავიწყე მუშაობა, რაშიც თვეში 9 ლარს მიხდიდნენ. რამდენჯერ მეზობლებს ეზოს ან ბოსტნის დალაგებაში მივხმარებივარ მხოლოდ იმის სანაცვლოდ, რომ ერთი ცალი ნაყინი ეყიდათ...“
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
1 / 3
Next
24208
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (7)
თამარი
0
ყველაპერს სსრკ-ს ნუ ვაბრალებთ რა .... ბავშვტა სახლებში ამერიკაშიც არის ასეტი მდგომარეობა და ზოგჯერ ოჯახებში გაშვილებულებთან უარესი მდგომარეობაც. ხალხია მტავარი .როგორ საზოგადოებასტან მოგიწევს ცხოვრება და რა პირობებში. პაპაჩემმა ორი სხვა კაცის ობოლი გაზარდა ტავისებზე უკეტეს პირობებს უქმნიდა და არ ანსხვავებდა ესენი ობლები არიან და არ ქონას მეტად განიცდიანო .ზოგი კი თავისას ცემაში და შიმშილში კლავს . ძალადობა ძალადობას შობს სიყვარული კი სიყვარულს ,ხო და მოდიტ ძალადობას აბორტი გავუკეთოდ .ანუ სხვაზე ნუ ვიძალადებთ და პატივისცემიტ მოვეპყრათ ერთმანეთს განსაკუთრებით ბავშვებს საკუთარია თუ სხვისი.ობოლია თუ ემიგრანტის .ემიგრანტისაც ობოლია და იმისიც ვისაც შვილის მოპერება არ შეუძლია პსიქოლოგიური თუ პიზიკური პირობების გამო. მოვეპეროტ ერტმანეტს ,გავამხნევოტ ერტმანეტი .
22:10 / 02-11-2017
Geno
0
ვინ იცის რამდენი ადამიანია ასეთ აუტანელ დღეში, ჩვენ კი არ, ან ვერ ვხედავთ მათ ყოფას.
15:07 / 01-11-2017
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?