''პირველად დავდექი ფაქტის წინაშე დედისთვის სერიოზული პრობლემა გამენდო, ოღონდ განდობის გარდა მისთვის დახმარება უნდა მეთხოვა'' ’’ვიდრე გადაცემას დავიწყებდე, მინდა ჩემთვის მნიშვნელოვან თემაზე დაგელაპარაკოთ. საუბარი რომ შედგეს ჩემსა და თქვენ შორის ცოტა ხანს გვერდზე გადავდებ სიტყვა ჰომოფობიას. იმიტომ, რომ ჩემი აზრით, ეს ყველაფერს ურევს. მე, ყოველ შემთხვევაში, ისე მაფრთხობს, რომ ვეღარ ვხდები, სად არის მთავარი პრობლემა. ცოტა ხნით დავივიწყებ პროტოკოლს , აუცილებელ დეტალებს, რაც, ვიღაცების აზრით, აწესრიგებს ამ თემას და მინდა ცოტა სხვა კუთხით შეგახედოთ ამ პრობლემას. მე ბოლო დღეებია მიწევს განვიხილო ჩემი წინა გადაცემა. თითქმის ყველა ადგილას ამაზე ვსაუბრობ, იმიტომ რომ მთავარი განცხადება გავაკეთე და როგორც დედამ, დავიწყე ფიქრი საკუთარი გადმოსახედიდან, დედის გადასახედიდან. მათ შორის შვილის გადასახედიდანაც. დავიწყე გახსენება, როდის დამჭირდა დედის, როგორც დასაყრდენის მხარდაჭერა. გამხნევება, გაძლიერება, რაც გინდათ ის დაარქვით და პირველი, რაც გამახსენდა, იყო ჩემი ოჯახის დანგრევა. მაშინ 19 წლის ვიყავი. პირველად დავდექი ფაქტის წინაშე დედისთვის სერიოზული პრობლემა გამენდო, ოღონდ განდობის გარდა მისთვის დახმარება უნდა მეთხოვა. იმიტომ რომ, ჩემი აზრით, თუ ალაგებ დედასთან, ალაგებ სამყაროსთან. მაშინ, როცა ჩემი ცხოვრების პირველ სერიოზულ პრობლემას დავეჯახე, ქმარს გაშორებული ქალი იყო განკითხვისთვის საკმარისი მიზეზი.
წარმოიდგინეთ 2000-იანი წლებია. არსებობენ ადამიანები და, ესეთები სხვათაშორის ძალიან ბევრნი იყვნენ, ვისთვისაც განათხოვარი ქალები იყვნენ ბოზები, ნუ გაშორებული ქალისთვის მეორედ ოჯახი შექმნა და სხვა ოჯახში შესვლის შანსი, მოდი შევთანხმდეთ, რომ დღემდე მცირეა. ნუ მე გამიმართლა ამ შემთხვევაში. ხოდა, წარმოიდგინეთ ასეთ დროს მივიღე გაშორების გადაწყვეტილება და პირველი, რაც გამახსენდა და რამაც მაშინ შემაშინა, იყო ჩემი ოჯახი. როგორ მიიღებდა ამას მამა, ძმა, ძალიან დიდი სანათესაო.
გადაფურცლე მომდევნო გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
სხვათაშორის, რომელთა შორისაც პირველი ვიყავი, ვინც ოჯახი დაანგრია. მესმის, რომ გიკვირთ, რასაც ვამბობ, მაგრამ მაშინ ასე იყო. 19 წლის უმუშევარი გოგოსთვის ოჯახი და გარემო იყო მთავარი დაბრკოლება. ჰოდა, იმ დროს და აი, ასეთ პრობლემებში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო დაჯის სწორად გაეგო ჩემი გადაწყვეტილება და მერე სწორად ეშუამავლა ოჯახში. ვიცოდი არ გაუხარდებოდა ჩემი გადაწყვეტილება, ლოგიკურია... რომლის შეცვლაც შეეძლო იმიტომ, რომ ის ჩემი არჩევანი იყო, მაგრამ მაშინ გადამწყვეტი იყო მისი, როგორც დედის გვერდში დგომა...
გადამწყვეტი იყო, დედაჩემს ეთქვა, რომ შვილო მე ვიდგები შენს გვერდით და გავაკეთებ ყველაფერს შენი ბედნიერებისთვის. ყველა ეტაპზე ამას ვისმენდი მისგან. არასოდეს უთქვამს, მე არ მიხარია ასეთი შვილი, რომ ხარ, შვილი, რომლის გამოც ჩვენს ოჯახს განიხილავენ მუდმივად. შვილი, რომლის გამოც ყურადღების ცენტრში მოვექეცით. შვილი, რომელსაც დასცინიან და ჩვენ ამას განვიცდით. ერთი წუთით რომ გავიაზრე, რა მოხდებოდა, ეთქვა, მე არ მიხარია ასეთი რომ ხარ, მივხვდი წინადადების, როგორც ყველაზე არასწორი აზრის მნიშვნელობას. წარმოვიდგინე რა მოხდებოდა, რომ არ გამოერთმია მარიამი ჩემი ხელიდან, არ გაეზარდა, მერე ჩემზე არ ეზრუნა, ჩემი პრობლემები არ მოეგვარებინა, არ დალაპარაკებოდა მამაჩემს, რომ მე 19 წლის გოგო განათხოვარი ვაგრძელებდი ცხოვრებას, ოღონდ ისეთ ცხოვრებას, რომელიც სულ არ ვიცოდი რას მიმზადებდა მაშინ. იმ დღეს ჩემმა მეგობარმა მითხრა: მოდი კითხვას ასე დაგისვამო - წარმოიდგინე, მოვიდა შენთან რომელიმე შენი შვილი და გეუბნება: "დედა, სალაპარაკო მაქვს შენთან და ჩემთვის ყველაზე მთავარია შენი აზრი, იმიტომ, რომ შენ ხარ ჩემი დედა და თუ შენ სწორად გაიგებ ამ ყველაფერს, საზოგადოებაშიც მოვგვარდები. მე გეი ვარ".
აი ახლა ამ სიტყვის მნიშვნელობას და ზოგადად სურათსაც, თუ ისეთი სიზუსტით წარმოიდგენთ, როგორც მე გავაკეთე, გაგახსენდებათ ყველა კადრი, სადაც თემის წევრებს მისდევენ, სცემენ, დასცინიან, გაგახსენდებათ ყველა კომენტარი, სადაც მათ წყევლიან, აგინებენ, ანათემას გადასცემენ, გაგახსენდებათ ყველა ამბავი, რომელიც უკავშირდება მათ შევიწროებას და ეს ავტომატურად გაგახსენდებათ, თუ დედა ხართ, რადგან დედები პირველ რიგში საფრთხეზე ფიქრობენ, რომელიც შეიძლება მათ შვილებს შეექმნათ და დავსვი ლოგიკური მეორე კითხვა, რას ვიზამ ამ დროს მე, ნანუკა ჟორჟოლიანი. რას ვიზამ და ვიბრძოლებ ბოლო წუთამდე ჩემი შვილის ბედნიერებისთვის, ვუპასუხებ ყველა კომენტარს, რომ არავის საქმე არ არის ჩემი შვილის პირადი ცხოვრება. ვურჩევ, ყველამ საკუთარ ცოდვებს თავად მიხედონ და ღმერთთან ჩვენ გავარკვევთ ურთიერთობებს... აუცილებლად კიდევ უფრო მეტად, მეყვარება ჩემი შვილი, იმიტომ, რომ სულ მეცოდინება, რომ ის შეიძლება სადღაც, სადაც მე არ ვიქნები, დაჩაგრონ. თუ რამე გამიხარდება ამ ქვეყანაზე, ჩემი შვილებია, როგორებიც არ უნდა იყვნენ ისინი.
მთავარია, ადამიანები უყვარდეთ და ბედნიერები იყვნენ და ეს არის, რისთვისაც ვიბრძოლებ ბოლომდე და არამხოლოდ საკუთარი შვილების ბედნიერებისთვის და ბოლოს, ვისაც ჰომოფობიის მოგვარება სურს, ის არ ჩხუბობს, ზემოდან არ უყურებს სხვებს, ბნელებს არ ეძახის მოქალაქეებს. ვინც ასე იქცევა უბრალოდ თემას საკუთარ პლატფორმად იყენებს, რომ ყვირილის მიზეზი მეტი ჰქონდეს, ვისაც დიალოგის ნერვი და ზოგადად ნერვები არ უვარგა, ჯობია ამ პრობლემაზე საერთოდ არ ისაუბროს, იმიტომ რომ აგრესია უფსკრულს აღრმავებს მხარეებს შორის, არადა დიდი გზა გვაქვს გასავლელი და ეს გზა აუცილებლად უნდა გავიაროთ".