კადრები ვალერი მელაძის ქალიშვილის ქორწილიდან - 4 ენაზე გამართული ჯვრისწერა და პატარძლის შესრულება
მომღერალ ვალერი მელაძის უფროსი ქალიშვილის გათხოვების ამბავი საზოგადოებამ ჯერ კიდევ ზამთარში შეიტყო. მაშინდელი ცერემონია ძალიან ვიწრო წრეში ყოველგვარი პომპეზურობის გარეშე ჩატარდა. თავად ვალერი მელაძე და პატარძლის უმცროსი და, სონია, მოუცლელობის გამო ვერ დაესწრნენ ამ ქორწილს, ვერც ნათესავებმა გაიზიარეს  25 წლის ინგასა და ფინანსისტ ნორი ვერგიზის ბედნიერება. ქორწილი მხოლოდ ხელის მოწერის ცერემონიით შემოიფარგლა.

„ვერ ვაღიარებ იმ ქორწინებას, სადაც დრო არ მიტარებია“ - განაცხადა ვალერიმ და შეუღლებიდან რამდენიმე თვის შემდეგ მეორე, ამჯერად  გრანდიოზული ქორწილიც დაგეგმა.

ზეიმი მარაკეშში შედგა. საკურთხეველთან პატარძალი მამამ მიაცილა. სიძე ბრიტანელია თუმცა მაროკოული ფესვები აქვს.
სიძე-პატარძლის ახლობელთა წრე კი იმდენად მრავალეროვანი წარმოშობისაა, რომ ცერემონია 4 ენაზე შედგა: ინგლისურად, რუსულად, ფრანგულად და არაბულად. რა თქმა უნდა, სიმამრმა გემრილად მოილხინა და სტუმრებს თავისი შესრულებით არაერთი ჰიტი მოასმენინა. მამასთან ერთად ინგამაც იმღერა. 
დაათვალიერეთ ვალერი მელაძის სახლები, სადაც მისი ყოფილი და ახლანდელი ცოლები და შვილები ცხოვრობენ
6674
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
*
0
სანტერესოა ქართული თუ ისმოდა. ერთი სიმღერა მაინც თუ იმღერა ქართულად ვალერიმ.
11:06 / 04-05-2018
მსგავსი სიახლეები