თუ გსურთ, რომ თქვენმა გონებამ ეფექტურად იმუშაოს, გირჩევთ უსმინოთ ვივალდისა და ბახს მუსიკის სამკურნალო თვისებების შესახებ მრავალი ათეული წლის წინაც საუბრობდნენ. მაგალითად, ეგვიპტეში მუსიკით უშვილობას მკურნალობდნენ, ცდილობდნენ, ყოველ შემთხვევაში. ძველ საბერძნეთში კი სულიერად ავადმყოფებს კურნავდნენ.
დღესდღეობით მუსიკას აქტიურად იყენებენ ჰიპერტონიის, ნევროზის, სმენისა და მეტყველების დეფექტების დროს. მუსიკა ასევე გამოიყენება გინეკოლოგიაში, სექსოლოგიაში და მრავალი დაავადების დროს. მუსიკით მკურნალობას მუსიკალური თერაპია ეწოდება. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ განსაკუთრებით წარმატებული მკურნალობის ეს მეთოდი იმ შემთხვევაშია, თუ პაციენტს აღენიშნება ძილისა და განწყობის პრობლემები.
მოცარტის მუსიკა ეხმარება ადამიანებს სტრესის მოხსნაში, სწავლაში, ახალი მასალის სწრაფად ათვსებაში. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მოცარტის მუსიკის თანხლებით მირთმეული სადილი ბევრად სასარგებლოა ადამიანისთვის და მას ორგანიზმი ბევრად კარგად მიიღებს.
მეცნიერებმა ჩაატარეს მეტად საინტერესო კვლევა, სამ მონაკვეთზე დათესეს ზუსტად ერთნაირი ყვავილები. თითოეულ მონაკვეთზე რთავდნენ სხვადასხვა ჟანრის მუსიკას, როკს, კლასიკასა და ფოლკლორს. შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა - იმ მონაკვეთზე არსებული ყვავილები, სადაც როკს რთავდნენ, დაჭკნა, ხოლო დანარჩენ ორ მონაკვეთზე ყვავილებმა გაიხარეს. საბოლოოდ გამოიტანეს დასკვნა, რომ როკ-მუსიკა ცოცხალ ორგანიზმს კლავს.
მოკლედ, თუ გსურთ, რომ თქვენმა გონებამ ეფექტურად იმუშაოს, გირჩევთ უსმინოთ ვივალდისა და ბახს, თუ დეპრესია მოგეძალათ და ხასიათზე არ ხართ, ბლუზი ჩართეთ.