"სამწუხაროდ, ესეთი იყო ჩემი ბედი"
ინტერნეტში მსახიობ ლიკა ქავჟარაძის უცნობი ინტერვიუ ვრცელდება, სადაც ის თავის უკანასკნელ სიყვარულზე, მარტოობასა და მომავალზე საუბრობს.
- დღეს , ცხოვრების ამ ეტაპზე , ხარ ბედნიერი როგორც ქალი ?
- შემიძლია ვთქვა, რომ ნაწილობრივ ვარ ბედნიერი. რამდენიმე წელია უკვე მყავს მეგობარი. სამწუხაროდ, არ ვაპირებთ დაქორწინებას. ამბობს, ასე ჯობია, ჩვენ რომ დავქორწინდეთ, ერთ- ორ კვირაში გავეყრებითო.
- როცა კაცს ქალი უყვარს, ხომ აქვს სურვილი, რომ სულ მასთან იყოს...
- ამაზე მეც ვფიქრობ... ხომ ვიცი, რა არის ცოლ-ქმრობა... ეს არის, როცა ერთად იღვიძებ, ერთად იძინებ, როცა სადმე ერთად მიდიხართ, მერე მოდიხართ სახლში, რაღაც წვრილმანებზე საუბრობ... როცა უბრალოდ ხვდები, უფრო დაცილებული ხარ თ ერთმანეთს და დისტანცია გაქვს. რაღაც რომ მოხდეს, შეუძლია გითხრას, რომ იცი რა, დღეს მე არ მცალია და გამოდის, რომ მარტო ხარ, ამის გამო ვითრგუნები.
სამწუხაროდ, ესეთი ურთიერთობა მაქვს. ვერ იგებს, მე რა მინდა და რა - არა, რა მჭირდება.
ფაქტიურად ზედაპირული სიყვარული გამოგვდის. ვხედავ, რომ რაღაც გაურკვევლობაა და ერთად არ ვართ, შეკრული არ არის ჩვენი წრე ბოლომდე და დავდივართ ცალ-ცალკე. ვხდებით ჩემთან სახლში, ან მოდის და მივდივართ სადმე. მერე ისევ მიდის სახლში, ვშორდებით. ყოველი მისი წასვლა იწვევს ძალიან დიდ ნერვიულობას. ვეუბნები ნუ წახვალ...ახლა უკვე ვფიქრობ, რომ უნდა წავიდეს. რა ვქნა ? სხვა გზა არ არის და ამას ვეგუები. ამაზე ძალიან მიჭირს ლაპარაკი. მის ნოტაზე გადავდივარ, ვფიქრობ, რატომ არ უნდა და ძალიან განვიცდი ამ ყველაფერს... ვთვლი, რომ არ ვუყვარვარ და იმიტომაც არ უნდა.
- რას აპირებ ?
- ეს ადამიანი მიყვარს და არ მინდა, რომ დავკარგო. მე არ მაქვს ძალა, რომ ვთქვა - ამ პიროვნებას დავანებებ თავს და დავიწყებ სხვა ვიღაცის ძებნას. ვერ წარმომიდგენია, ესეთი რაღაც გავაკეთო.
- რა თვისებები დაინახე მასში? რით დაიმსახურა?
- ჩემდამი ძალიან კარგად არის განწყობილი, მაგრამ იცი, რაშია საქმე, ხანდახან ვეკითხები, რატომ არ მეუბნები, მიყვარხარ-თქო.
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
მე სულ ვეუბნები, მიყვარხარ, მიყვარხარ. მიყვარხარ... თვითონ არ მეუბნება. ამბობს, რა მნიშვნელობა აქვსო. მნიშვნელობა იმას აქვსო, მე როგორ გექცევიო
მე პარტნიორს არ ვუყენებ ასე საკითხს, რადგან მერე შეიქმნება კონფლიქტური სიტუაცია. არ მინდა მითხრას, რა გამიწყალე გულიო.
- კმაყოფილდები იმ ბედნიერებით, რასაც გთავაზობს...
- შეიძლება ითქვას ასეა. დღევანდელი დღით ცხოვრობს, წინ არ იყურება. არ აინტერესებს, ხვალ რა იქნება. ერთი დღით ცხოვრობს. მე არ ვარ ასეთი, ხასიათით ძალიან განვსხვავდებით ერთმანეთისგან.
- ამბობენ, ყველა ადამიან სამი ხასიათი აქვსო. ერთი, რომელიც მიაწერესო, მეორე, რომელსაც თვითონ იჩემებსო და მესამე, რაც მართლა აქვსო...შენ თუ იცი, მართლა რა ხასიათის კაცია ის?
- ხანდახან ისეთ რაღაცას იტყვის ხოლმე, რომ ვუჯერებ და მეუბნება ვერ გამიცანიო, მეო, სულ ვღადაობო.
- შენი ხასიათი როგორია, მოგინდება როდესმე საკუთარ თავს განზე გადაუდგე ?
- ჯერჯერობით არა. არ ვარ რისკიანი ადამიანი.. არ მივყავარ ცოლად და ჯობია, გავანებო თავი, არ მომწონს ეს ურთიერთობა და გავრისკო და წავიდე ძიებაში. მე ესე მგონია, რომ სიყვარული ძიებით არ მოდის, ჭკუით არ ხდება შეყვარება და ამორჩევა იმ ადამიანის, რომელიც შენს გვერდით იდგება. მე არ შემწევს ძალა, რომ მივიღო გადაწყვეტილება და ეს ადამიანი მოვიშორო. ვერ ამოვგლიჯავ ჩემი გულიდან. ვფიქრობ, რომ ჩვენი ურთიერთობა არ დაინგრევა. ბევრი ენერგია მრჩება დაუხარჯავი და ეს ალბათ იმიტომაც, რომ ჩემს გვერდით სტაბილურად არ არის ადამიანი, რომლისთვისაც ამ ენერგიას დავხარჯავ. ქალი ხარ და გინდა ადამიანი, რომელსაც დაეყრდნობი. ხარ სახლში და უცდი. აი, ახლა დარეკავს ზარს, აი, ახლა დააბრახუნებს კარებზე და შემოვა ის ადამიანი, რომელიც უნდ იყოს მთელი ცხოვრების მანძილზე შენთან. მე რომ გავთხოვდე, ალბათ ყველაფერს გავაკეთებდი, რომ მეორე ქმართან დაშვებული შეცდომები აღარ გამეორებულიყო. ახლა, როცა მეორე ქმარი მირეკავს, მეუბნება, შენ ხარ ჩემი ნაწილი, შენზე ვფიქრობ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას უნდა შერიგება, ჩვენ დავშორდით, გათავდა და მორჩა... სამწუხაროდ, ესეთი იყო ჩემი ბედი.