ექიმები თვლიდნენ, რომ ბავშვები შეიძლებოდა მოგუდულიყვნენ, მაგრამ ეს არ მოხდა ბრიტანეთში 30 წლის მშობიარე ვიკი პილაიტი და მისი ტყუპები სასწაულებრივად გადარჩნენ. ექიმები მათი გადარჩენის შანსს 50%-ით აფასებდნენ. ეს პროგნოზი ვიკის ჯერ კიდევ ორსულობის მე-10 კვირაზე ამცნეს.
სპეციალისტების შეფასებით, არსებობდა ბავშვების მოგუდვის რისკი, რადგან საშვილოსნოში ისინი ძალიან ახლოს იყვნენ ერთმანეთთან ერთ ამნიოტიურ ტომარაში. ტყუპების ჭიპლარები შეიძლება გადახლართულიყო, რის შედეგადაც ჟანგბადის მიწოდება შეუწყდებოდათ. ვიკი შეშფოთებული იყო, მაგრამ როდესაც ორი კვირის შემდეგ ექოსკოპიურ კვლევაზე მივიდა, ნახა გამაოგნებელი "სურათი": ბავშვები ჩახუტებულები იყვნენ ერთმანეთთან. ჭიპლარის შემოხვევის საშიშროება აღარ იყო.
საკეისრო კვეთის შედეგად, დაიბადნენ ჯანმრთელი ტყუპები. "ისინი საუკეთესო მეგობრები არიან. მანამ, სანამ მოევლინებოდნენ სამყაროს, ერთმანეთი გაიცნეს ძალიან პატარა სივრცეში. დარწმუნებული ვარ, მათ ექნებათ საუკეთესო კავშირი მთელი ცხოვრების მანძილზე", - ამბობს ვიკი.