უსახლკაროდ დარჩენილი ეკა კვალიაშვილის ემოციური პოსტი ეკა კვალიაშვილი:
"რა არის ბედნიერება? ბედნიერებაა შეგრძნება იმისა, რომ რაღაც კეთილი საქმე გააკეთე. ვიღაც გზაზე გადასავარდნად გამზადებულს ხელი შეაშველე, ბედნიერებაა თავისუფლად, მისიაშესრულებული რომ მიდიხარ და სიამოვნების ღიმილი გაქვს ტუჩებზე. ბედნიერებაა, რომ ხარ ლაღი და შენს გულში მხოლოდ სიხარულია; ბედნიერებაა, როდესაც წარსულს მადლობას გადაუხდი და გაუშვებ, ყველას ყველაფერს აპატიებ და დაივიწყებ, გაუშვებ და განთავისუფლდები; ბედნიერებაა მთელი დედამიწა რომ გიყვარს და მტერსაც კი სიკეთეს უსურვებ სიყვარულით და სიბრალულით.
ცხოვრება მშვენიერია, ბედნიერებაა დაბადება, ბავშვობა, მეგობრობა, სიყვარული, ოჯახი, შვილები, და შენი გაგრძელება...
ბედნიერებაა ყველაზე მთავარი - სიყვარული, უწყვეტი ციკლი და მარადისობის კანონი!!! სიყვარული უზენაესის და მადლიერება! ბედნიერებაა, როცა სუფთად შეინარჩუნებ სიყვარულს ყველგან, სადაც უფალი სუფევს....!!!!
ასევე იხილეთ: როგორ გამოიყურება ორი შვილის დედა ნუკა კვალიაშვილი
მე თქვენ მიყვარხართ! ყველაზე დიდი და ყველაზე ძლიერი პატრონი მყავს! რომელიც ყველგან არის, რომელიც ჩემს გულშია! და ამიტომ მიყვარხართ თქვენ, ადამიანებო, რადგან ეს შეგრძნება არის ბედნიერება. რადგან მე მიყვარს ყოველი, რაც მამამ შექმნა, დიდმა აზროვნებამ, ყველაზე თბილმა და საყვარელმა... ამიტომ მიყვარხართ. და თუ არ ვახსოვარ ვინმეს, და თუ განმიკითხავს ვინმე, და თუ დამაბრალა ვინმემ რაიმე, მადლობას გიხდით, რადგან ამას ნეტარებისკენ მიჰყავს ადამიანი!!! ვისაც სურვილი აქვს გაგების, გაიგებს, მიყვარხართ!"
როგორც იცით, ეკა კვალიაშვილს ჯანმრთელობის პრობლემების შემდეგ, სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნა. იძულებული გახდა სახლ-კარიც გაეყიდა. "ყველაფერი გავყიდე, ათენში ჩავედი და მომატყუეს". იხილეთ მისი ინტერვიუ ამ საკითხებზე