"მაცადეთ ცხოვრება! გიჟივით ქუჩაში რომ დავრბოდე და ვკიოდე, ხომ ვიქნებოდი თქვენთვის მისაღები?" მას შემდეგ რაც, მაია ასათიანი დიდი ტრაგედიის მიუხედავად ეკრანს დაუბრუნდა, მის მიმართ ვნებათაღელვა არ ცხრება -ზოგი ჩაცმის სტილს უწუნებს, ზოგი - გადაცემის თემებს, ზოგი - ხასიათს და ა. შ.. ფაქტია, რომ ამ ადამიანს "გადარჩენას" არ პატიობენ და ხან ვითომ სიბრლულით და ხანაც მზაკვრული შეცოდებით მაინც ძირს უთხრიან. ზუსტად ამ თემასთან დაკავშირებით ჯერ თავად მაიამ დაწერა პოსტი, შემდეგ კი გურამ შეროზიას ბლოგის ფეისბუქგვერდმა შეაჩერა ამ საკითხზე ყურდღება:
"ეს კაბა ეთერში მაცვია მესამედ! პირველად - ნუცას გარდაცვალების შემდეგ! მაცადეთ ცხოვრება! გიჟივით ქუჩაში რომ დავრბოდე და ვკიოდე, ხომ ვიქნებოდი თქვენთვის მისაღები? თავს გადააქნევდით სევდიანი სახეებით და საწყალი, გაგიჟდაო იტყოდით. მაცადეთ სანამ მე თვითონ მოვკვდები და შემარგეთ, რომ ცოცხალი ვარ! დავიღალე თქვენთან ბრძოლით!" - მაია ასათიანი.
"ჰოდა, მოდი და ნუ გაბრაზდები ამ ბოროტებამდე უტაქტო და ჭორიკანა ხალხზე, ნუ გააკრიტიკებ მიზანმიმართულად თუ სიბრიყვით გამოწვეული და სხვებისთვის მიყენებული ტკივილისთვის.
ვოცნებობ, მქონდეს იმდენი გავლენა, რომ სამაგალითოდ დავსაჯო და სასჯელის უმაღლეს ზომად განათლების მიღება მივუსაჯო ასეთ ადამიანებს, თავის ქალა ავხადო და სულ ჩემი ხელით დავუნაოჭო ტვინის "სლიკინა" ხვეულები (ჰო, ვმეორდები, მაგრამ რა ვქნა, ხანდახან მეც ვერ ვთოკავ ემოციებს).
ჩემი ბლოგი, დგას და ყოველთვის იდგებ საღი აზრის, სხვისი ბედნიერების პატისცემის და ადამიანობის მხარეს, რაც ასე ძალიან გვაკლია..." - წერს გურამ შეროზია..
თეკლა ჟვანია