უკვე ცამეტი წელია ფუნქციონირებს ინგლისური, რუსული და გერმანული ენების შემსწავლელი ცენტრი, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს თბილისში უკვე ცამეტი წელია ფუნქციონირებს ინგლისური, რუსული და გერმანული ენების შემსწავლელი ცენტრი, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს და კონკურენციას უწევს სხვა უცხო ენების ცენტრებს. ჩვენ გავესაუბრეთ ცენტრის ხელმძღვანელს ელენე კანთელაძეს, რომელმაც ავსტრალიელ პარტნიორებთან ერთად 2005 წელს დააარსა "მომავლის სამყარო/Future World". ადგილი, რომელიც საინტერესო და მიმზიდველია სწავლით დაინტერესებული ახალგაზრდებისათვის.
- ქალბატონო ელენე, პირველ რიგში გილოცავთ ამდენი წლის მანძილზე წარმატებისა და წინსვლის შენარჩუნებას, "მომავლის სამყარო/Future World" რატომ ეს სახელი?
- სახელწოდება ამართლებს მის სახელს. ცენტრმა უამრავი თაობა გაზარდა, ბავშვებმა სრულყოფილად შეისწავლეს ენა, ჩააბარეს სააბიტურიენტო და საერთაშორისო გამოცდები, შეაღეს წარმატების კარი და აიხდინეს ოცნებები.
-რას სთავაზობთ მოსწავლეებს ისეთს, რაც თქვენს ცენტრს მიზიდველს ხდის?
- Future World-ში სტუმრობისას თქვენ დაგხვდებათ მყუდრო და მეგობრული გარემო. ყველა პედაგოგი თქვენი გულშემატკივარია და ნებისმიერი სირთულის პროგრამის დაძლევაში დაგეხმარებათ, თქვენთვის სასურველ ენას შეგასწავლიან მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პედაგოგები, რომლებიც ფლობენ ინოვაციურ და თანამედროვე სწავლების მეთოდებს. ჩვენ გვაქვს როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური გაკვეთილები. ჩვენს ცენტრში არცერთი მოსწავლე არ რჩება ყურადღების გარეშე, ისინი სწავლობენ გამართულ წერა-კითხვას, უცხო ენაზე საუბარს, უცხოელებთან კომუნიკაციის დამყარებას, ლოგიკური აზრის გამოტანას და გრამატიკულად გამართულ მეტყველებას. ჩვენ ვატარებთ ღია გაკვეთილებს, გვაქვს დისკუსიები აქტუალურ თემებზე, ვაწყობთ ღონისძიებებს სხვადასხვა დღესასწაულებთან დაკავშირებით, ვმართავთ კინო ჩვენებებს. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი როგორც მოსწავლის, ასევე მასწავლებლის დიდი შრომისა და მონდომების შედეგად მიიღწევა. ასევე ჩვენს ცენტრს აქვს ბანაკები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და სურვილის შემთხვევაში ჩვვენს მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა გაემგზავრონ ბანაკში სასწავლებლად.
- კერძოდ რომელი გამოცდებისთვის სთავაზობს თქვენი ცენტრი მომხმარებელს მოსამზადებელ კურსებს?
- ჩვენ ვთავაზობთ სააბიტურიენტო პროგრამას, ბიზნეს, სამედიცინო და ზოგადი ინგლისურის კურსებს, ასევე ვამზადებთ მოსწავლეებს PET, FCE, CAE, TOEFL, IELTS-ის გამოცდებისთვის. ბევრმა მოსწავლემ მიაღწია მიზანს ჩვენი ცენტრის დახმარებით. მათ გაიმარჯვეს ოლიმპიადებში, ჩააბარეს მათთვის სასურველ ევროპულ თუ ამერიკულ უნივერსიტეტში, გაემგზავრნენ ამერიკაში FLEX-ის საერთაშორისო პროგრამით. აღსანიშნავია ისიც რომ ყოველი დონის სრულყოფილად გავლისა და გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ მოსწავლეებს გადაეცემათ სერთიფიკატები.
- მოგვიყევით თავად თქვენს შესახებ.
- მე დავამთავრე ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ინგლისური ფილოლოგიის სპეციალობით. 17 წლიდან ვამზადებდი კერძო მოსწავლეებს, რამაც ძალიან დიდი გამოცდილება დამიგროვა. 8 წლის განმავლობაში ვიყავი თარჯიმანი "Commercial Mining Company" და "Imperial Wine Company"-ში. ასევე ვიყავი კომერციული მენეჯერი ოქროსა და ქვანახშირის საბადოში, ვმუშაობდი უცხოელ პარტნიორებთან, დაწინაურების შემდეგ გავხდი აღმასრულებელი დირექტორი, ხშირად მივემგზავრებოდი მივლინებებში, მქონდა ძალიან ცოტა თავისუფალი დრო. ჩემი მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება დამეხმარა განმევითარებინა ჩემი უნარები და გავმხდარიყავი კარგი ხელმძღვანელი, ჩემი ფილოლოგიური განათლება კი დღემდე მეხმარება ჩემს სასწავლო ცენტრში მივიღო კარგი, გამოცდილი, პროფესიონალი, თავისი საქმის მცოდნე კადრები და გავაკონტროლო სწავლების პროცესი. მე ვხელმძღვანელობ ცენტრს და ასევე ვატარებ გაკვეთილებსაც, მუდმივად ვაკონტროლებ სწავლების ხარისხს და ყველა მასწავლებლისგან უშუალოდ ვიღებ ინფორმაციას თითოეული მოსწავლის შესახებ.
- ქალბატონო ელენე როდის გაგიჩნდათ ესეთი სასწავლო ცენტრის შექმნის იდეა?
- 2005 წელს შევხვდი კემბრიჯის პროფესორს სუზან რიის და ერთად შევქმენით ინოვაციებით სავსე სასწავლო ცენტრი. გვქონდა ბევრი მნიშნელოვანი და ახალი იდეა. ჩვენს ცენტრში გახსნისთანავე ფუნქციონირებდა ონლაინ პროგრამა - Discovering English. ეს პროგრამა იყო ძალიან საინტერესო, სახალისო და სასიამოვნო ყველა ბავშისათვის. ისინი კომპიუტერთან სწავლობდნენ სასაუბრო ინგლისურს, თვითონვე ხედავდნენ თავიანთ შეცდომებს და ცდილობდნენ მათ გამოსწორებას. მოგვიანებით, 2006 წელს შევქმენით ჰელენ ო'გრადის დრამის აკადემია - ეს გულისხმობდა სპექტაკლებისა და წარმოდგენების დადგმას ინგლისურ ენაზე, კოსტიუმირებული სანახაობებს, რომლებისთვისაც დიდი მონდომებით ემზადებოდნენ ბავშვები. სპექტაკლებს ესწრებოდნენ მოსწავლეების ოჯახის წევრები, მეგობრები. ყველაფერი იყო ძალიან ბუნებრივი და ნამდვილი.
- ბოლოს, რას ეტყოდით ჩვენს მკითხველს?
- ყველას ვისაც ნამდვილად უნდა უცხო ენების შესწავლა აუცილებლად უნდა ეწვიოს მომავლის სამყაროს და თავად დარწუნდება ჩვენი ცენტრის შესაძლებლობებში. ჩვენთან სწავლების ხარისხი ნამდვილად ფასზე მაღალია! მე მუდმივად მაქვს კონტაქტი ჩემს უცხოელ კოლეგებთან. ცენტრში ჩატარებული გამოცდების შედეგებს მათ ვუგზავნით და ერთად წყვეტთ გადავიდა თუ არა მოსწავლე შემდეგ დონეზე, ამ პრინციპით გავცემთ სერთიფიკატებსაც. ეს კიდევ დამატებით მოტივაციას აძლევს მოსწავლეებს. ერთი სიტყვით ეს ყოველივე საკმაოდ შრომატევადი პროცესია, თუმცა სწორედ ამიტომ გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები. მე ყველა მოსწავლის სახელი და გვარი მახსოვს, 10 წლის წინ მოსული მოსწავლის მშობელსაც კი ვცნობ. თითქმის არავინ მავიწყდება, რადგან ეს ცენტრი ჩემთვის მხოლოდ შემოსავლის წყარო არ არის. ჩემთვის ეს არის კომუნიკაცია, ურთიერთობა, მეგობრობა. ვფიქრობ ამ დამოკიდებულებამაც განაპირობა Future World-ის ცამეტწლიანი წარმატება და მჯერა კიდევ მრავალი წელი ვიქნებით საუკეთესოები და გავზრდით ბევრ ნიჭიერ ახალგაზრდას!
- დიდი მადლობა გულწრფელი საუბრისა და დეტალური ინფორმაციის მოწოდებისათვის. გისურვებთ წინსვლას თქვენს ღირსეულ საქმიანობაში.
დამატებითი ინფორმაციისთვის გვეწვიეთ ფეისბუქგვერდზე
R